მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 სექტემბერი

08.09.2022
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 2 112 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 4 557 ერთეული [+37]
  • საარტილერიო სისტემა – 1 226 ერთეული [+32]
  • MLRS – 305 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 239 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 210 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 884 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 344 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 110 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 152 ვერტმფრენი
  • 1 910 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 863 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 826 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 369 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„უკრაინელები იუმჯობესებენ პოზიციებს, რუსები კი, ვეღარ ახერხებენ კონცენტრაციას,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ხარკოვის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევის შეფასებისას

[yellow_box]რუსეთს ვინმეს საკბენად კბილები აღარ უნდა შერჩეს – ოლექსი დანილოვი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

აესს-ის ანგარიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პუტინმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს – ISW

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: