მთავარი,სიახლეები

სად წავიდეთ, ვის მოვუსმინოთ – ბათუმის აფიშა აგვისტოში

02.08.2022 • 2015
სად წავიდეთ, ვის მოვუსმინოთ – ბათუმის აფიშა აგვისტოში

ბათუმში აგვისტო ყველაზე ცხელი და ტურისტული თვეა, რაც ქალაქის აფიშაზეც აისახება. თვის ბოლომდე ბათუმის კლუბებსა თუ საკონცერტო დარბაზებში არაერთი ღონისძიება იგეგმება. ბათუმში აგვისტოში დაუკრავენ ცნობილი ქართული ჯგუფები და შემსრულებლები, უკრაინელი, გერმანელი, იტალიელი და ფრანგი მუსიკოსები.

ფოლკლორი, დისკო, როკი, პოპი, რეგი, კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკა – ბათუმის აფიშა აგვისტოში ყველა გემოვნების მსმენელისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო.

  • 2 აგვისტო – KILLAGES 

ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის KILLAGES-ს კონცერტი ბათუმის MONO HALL-ში გაიმართება. კონცერტი 22 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 2 აგვისტო – დავით გომართელის კონცერტი

დავით გომართელის კონცერტი „სოჰოში“ გაიმართება. კონცერტი 2 აგვისტოს, 23 საათზე დაიწყება. მოქმედებს 18+ ასაკობრივი შეზღუდვა. ბილეთის ფასი 24 ლარიდან იწყება.

  • 2 აგვისტო – ლინდა ადამია & 1/4

ბათუმში, „სექტორ 26“-ში ლინდა ადამია & 1/4-ის კონცერტი გვიან ღამით დაიწყება. კლუბში კარი 23 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი 20 ლარია.

  • 3 აგვისტო – LOUDspeakers 

LOUDspeakers-ის კონცერტი „ბათუმი მონოჰოლში“ გაიმართება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. კლუბის კარი 22:00 საათზე გაიღება.

  • 3 აგვისტო – მარტივი გამოსავალი 

ჯგუფის კონცერტი Sector26 -ში შედგება. ბილეთის ფასი 24-30 ლარია. კარი 23 საათზე გაიღება.

  • 4 აგვისტო – Salio 

MONO HALL-ში ქართველი მომღერლის, SALIO-ს, იგივე სალომე კორკოტაშვილის კონცერტი ღამის პირველ საათზე დაიწყება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა  18+. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 4 აგვისტო – ლექსენი 

ცნობილი ქართველი რეპერის, ლექსენის კონცერტი SOHO BATUMI-ში 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 24-30 ლარია.

  • 4 აგვისტო – Gus Gus 

ისლანდიური ექსპერიმენტული ჯგუფის, Gus Gus-ის კონცერტი „სექტორ 26“-ში. ბილეთის ფასი 30 ლარია. დასაწყისი: 23 საათზე.

  • 5 აგვისტო – ნიაზ დიასამიძე & 33ა

ნიაზ დიასამიძე ბათუმში MONO HALL-ში იმღერებს. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 18+. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. კონცერტი 22 საათზე დაიწყება.

  • 5 აგვისტო – ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიას კონცერტი „სოჰოში“ 23 საათზე დაიწყება. კონცერტის სპეციალური სტუმარი ოთო ნემსაძეა. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 5 აგვისტო – ჯგუფი „არა“

კონცერტი „sector 26“-ში 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30 ლარია.

  • 5 აგვისტო – ANDHIM 

Andhim-ი გერმანული ჯგუფია, რომელიც ელექტრონულ, საცეკვაო მუსიკას ქმნის. კონცერტი Joy Batumi-ში გაიმართება, დასაწყისი – 23 საათზე. ბილეთის ფასი 60 ლარია.

  • 6 აგვისტო – ჯგუფი „მგზავრები“

„მგზავრების“ კონცერტი კლუბ „სოჰოში“ 19 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30-40 ლარია.

6-7 აგვისტო – „სამეფო ნაციონალური ბალეტის“ წარმოდგენა „ქართული ცეცხლი“

დასი კონცერტს ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართავს. კარი გაიღება 19 საათზე. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 5+ წელი. ბილეთის ფასი 15 ლარიდან იწყება.

  • 6 აგვისტო – Boney M feat. Liz Mitchell

70-იანი წლების დისკოს ლეგენდას, Boney M-ისა და Liz Mitchell-ის კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. კარი 22 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი  50-100 ლარია.

  • 6 აგვისტო – ANJA SCHNEIDER 

გერმანელი მუსიკოსი, ანია შნაიდერი Joy Batumi-ში დაუკრავს. კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 60-80 ლარია. კონცერტზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18 და ე.წ. „ფეისკონტროლი“.

  • 6 აგვისტო – Janngo | Giorgi gigashvili | Nini nutsubidze 

„სექტორ 26“-ში კონცერტზე მოისმენთ ბერკლის სამუსიკო კოლეჯის სტუდენტის, მარიამ ჯანჯღავას, კლასიკური მუსიკის პიანისტის, ჟენევის კონსერვატორიის სტუდენტის, გიორგი გიგაშვილის და ბერლინის კატალისტის კრეატიული ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტის ნინი ნუცუბიძის შესრულებას.

კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 40-60 ლარია.

  • 7 აგვისტო – ღამის შოუს ბენდი 

გელა გნოლიძის „ღამის შოუს ბენდი“ MONO HALL-ში დაუკრავს. კონცერტი 22 საათზე დაიწყება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 7 აგვისტო – MAX THE SAX

„სოჰოში“ Parov Stelar-ის ყოფილი საქსოფონისტის MAX THE SAX-ის ექსკლუზიური შოუ 23 საათის შემდეგ დაიწყება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი 30-40 ლარია.

  • 7 აგვისტო – OXIA  

ფრანგი შემსრულებელი, OXIA , „სექტორ 26“-ში დაუკრავს. ბილეთის ფასი 30-40 ლარია.

  • 8 აგვისტო – Goofy Land

პოპ/როკის შემსრულებელი, Goofy Land ბენდი „სოჰოში“ გამართავს კონცერტს. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი 30 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.

  • 8 აგვისტო – უკრაინელი დიჯეები – Tokyo და Weizman

ცნობილი უკრაინელი დიჯეები „სექტორ 26“-ში დაუკრავენ. კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30 ლარია.

  • 9 აგვისტო – TAMADA X 4D MONSTER LOBSTERS

კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +16. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 9 აგვისტო – DEMUJA

ავსტრიელი დიჯეი DEMUJA „სექტორ 26“-ში დაუკრავს. ბილეთის ფასი 30-40 ლარია. დასაწყისი: 23 საათზე.

  • 10 აგვისტო -„მზის სადარო“ თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ბენდი

კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება. დასაწყისი: 20 საათზე.

  • 10 აგვისტო – TTAWAN

ფრანგული პოპ დუეტის კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. კლუბის კარი 22:00 საათიდან გაიღება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 11 აგვისტო – ივან დორნი 

უკრაინელი მუსიკოსი ივან დორნი „სოჰოში“ გამართავს კონცერტს. კლუბის კარი 19 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 11 აგვისტო – Super Flu 

SUPER FLU გერმანული დუეტია, ელექტრონული მუსიკის ცნობილი შემსრულებლები. კონცერტი „სექტორ 26“-ში გაიმართება. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი 30-40 ლარია.

  • 12-14 აგვისტო – შავი ზღვის ჯაზფესტივალი 

12 აგვისტო – „ბორის ბენდ კომბინეიშენი“ ; „ნექსთ მუვმენთ“

13 აგვისტო – ელ მაკეის „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“

14 აგვისტო – ქენდი დალფერი და მისი ბენდი

ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება.

  • 12 აგვისტო – Willy William 

„სექტორ 26“-ში ფრანგი მომღერლის, უილი უილიამსის კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 40-60 ლარია.

  • 13-15 აგვისტო – სუხიშვილების კონცერტი 

„სუხიშვილები“ კონცერტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართავენ 13 და 15 აგვისტოს. ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება. დასაწყისი: 21 საათზე.

  • 13 აგვისტო – 90-იანების საღამო

„90-იანების საღამო“ კონცერტია, რომელზეც იმღერებენ 90-იანი წლების ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ვერიკო ტურაშვილი, თამუნა ამონაშვილი, თიკა ჯამბურია, კაბუ და ა.შ. კონცერტი „მონოჰოლში“ გაიმართება. ბილეთის ფასი 30 ლარია. დასაწყისი: 22 საათზე.

იგივე პროგრამა იქნება 13 აგვისტოს „სექტორ 26“-ში, შუაღამის შემდეგ. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 13 აგვისტო – სტეფანე 

ქართველი მომღერლისა და პროდიუსერის, სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი „სოჰოში“ 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.

  • 15 აგვისტო – მერაბ სეფაშვილი 

მომღერალ მერაბ სეფაშვილის კონცერტი MONO HALL BATUMI-ში შუაღამის შემდეგ, 01:00 საათზე დაიწყება, თუმცა კარი 22 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.

  • 16 აგვისტო – KABU 

ქართული ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის, „კაბუს“ კონცერტი 22 საათზე დაიწყება „მონო ჰოლში“. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.

  • 16 აგვისტო – Stereo Express

გერმანელი დიჯეი Stereo Express-ი „სექტორ 26“-ში დაუკრავს. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი 30-40 ლარია.

  • 17 აგვისტო – Who Made Who 

დანიური, ექსპერიმენტული პოპ ტრიო Who Made Who „სექტორ 26“-ში დაუკრავს. ბილეთის ფასი 50-70 ლარია.

  • 18 აგვისტო – JEREMY UNDERGROUND

თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი JEREMY UNDERGROUND-ი JOY Batumi-ში დაუკრავს. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი 40-70 ლარია. დასაწყისი: 23 საათზე.

  • 19 აგვისტო – ჯგუფი „არა“

ჯგუფის კონცერტი „მონო ჰოლში“ 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.

  • 19 აგვისტო – ლუი ოსტინი

ავსტრიელი მომღერალი ლუი ოსტინი „სოჰოში“ იმღერებს. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 19-20 აგვისტო – KERKETON x KIBE

Kerketon – ორდღიანი ფესტივალი ბათუმში 19 აგვისტოს, კლუბში KIBE -ში დაიწყება. ღონისძიებების სერია ორიენტირებულია ტექნოს სხვადასხვა მიმართულებაზე. ფასი: 40-50 [ერთი დღე] და 70-90 ლარი [ორი დღე].

  • 20 აგვისტო – Lehar | Musumeci – იტალიელი დიჯეები

იტალიელი დიჯეები „სექტორ 26“-ში დაუკრავენ. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი 40-50 ლარია.

  • 21 აგვისტო – Bedford Falls x Killages

ამ ქართული ჯგუფების კონცერტი  MONO HALL-ში გაიმართება. დასაწყისი: 22 საათზე. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 28 აგვისტო – MONATIK 

ბათუმში, Sector 26-ის დიდ სცენაზე, უკრაინელი მომღერლისა და კომპოზიტორის, „მონატიკის“ კონცერტი 22 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 60-80 ლარია. უკრაინაში ომის პირველივე დღიდან არტისტი ეწევა აქტიურ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ საქმიანობას. აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის არმიისთვის და მთელს მსოფლიოს უყვება უკრაინის ტრაგედიის შესახებ.

  • 28 აგვისტო – ჯგუფი „რეგიონი“

„რეგიონი“ ქართული ჯგუფია, რომელიც რეგის სტილში ქმნის მუსიკას. კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია.

  • 31 აგვისტო – „დაგდაგანი“

ქართული ჯგუფის, „დაგდაგანის“ კონცერტი  MONO HALL-ში გაიმართება. კონცერტი 22 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +16.

 

 

გადაბეჭდვის წესი