გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი და წვიმა – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15 -20 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი
- ღამით: 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 23-24 ივნისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია. ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.