მთავარი,სიახლეები

უკრაინის დანაკარგი დონბასში დღეში 1 000 ჯარისკაცია – დავით არახამია

16.06.2022 • 9150
უკრაინის დანაკარგი დონბასში დღეში 1 000 ჯარისკაცია – დავით არახამია

დაახლოებით 200-500 უკრაინელი სამხედრო იღუპება ყოველდღიურად დონბასის ბრძოლებში, დაჭრილთა რაოდენობა კი კიდევ უფრო მეტია. საერთო ჯამში, დღეში უკრაინის დანაკარგი 1000 სამხედროს აღწევს – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ, გამოცემა Axios-ს უთხრა.

დავით არახამიას განცხადებით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა კრტიკულად გაიზარდა.

„ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც იციან შეტევაც და კონტრშეტევაც, მაგრამ არ გვყოფნის იარაღი“, – ამბობს დავით არახამია და დასძენს, რომ უკრაინას მობილიზებული ჰყავს მილიონი ადამიანი თუმცა შემადგენლობის გაზრდა 2 მილიონამდეც შეუძლია.

1 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში, ფრონტზე, ყოველდღიურად 60-100 უკრაინელი სამხედრო კვდება, 500 კი იჭრება.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის სიგანე 2 500 კილომეტრია და ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მხრივ მტერს შესამჩნევი უპირატეობა აქვს, სტრატეგიული ინიციატივა მაინც უკრაინას ეკუთვნის.

უკრაინის ხელისუფლებას შეჯამებული ინფორმაცია ომის დანაკარგების შესახებ მარტისშემდეგ არ გამოუქვეყნებია. 12 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომისდაწყებიდან 16 დღის განმავლობაში 1 300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის დანაკარგები ბევრად აღემატება უკრაინისას. უკანასკნელი ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაიღუპა, დაიჭრა ან დაკარგულად მიიჩნევა 32 950 რუსი სამხედრო.

მთავარი ფოტო: დავით არახამია/ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: