მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 16 ივნისი

16.06.2022 • 999
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 16 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 449 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 3 545 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 729 ერთეული [+7]
  • MLRS – 233 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 494 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 204 თვითმფრინავი
  • 131 ვერტმფრენი
  • 1 218 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 340 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 569 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 968 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 647 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

განადგურებულია ყველა ხიდი მდინარე სევერსკი დონეცზე – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: