მთავარი,სიახლეები

ბათუმში ზაფხულის სეზონი გაიხსნა – რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს

15.06.2022
ბათუმში ზაფხულის სეზონი გაიხსნა – რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს

დღეს, 15 ივნისს, აჭარაში ოფიციალურად იწყება 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი.

სეზონის პირველი ღონისძიება ზაფხულის ფესტივალია, სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“.

ზაფხული და ტურისტული სეზონი ოფიციალურად დაიწყო, თუმცა სეზონის პირველივე დღეს წვიმიანმა ამინდმა აიძულა ორგანიზატორები, მცირე ცვლილებები შეეტანათ დღევანდელი ფესტივალის პროგრამაში.

კერძოდ, ამინდის გამო დღეს ბათუმში აღარ გაიმართება ფრანების შოუ, ხოლო კოლონადებთან დაგეგმილი სპორტული და გასართობი ღონისძიებების ნაწილი გაიმართება იქვე მდებარე საზაფხულო თეატრის შენობაში.

რაც შეეხება საზაფხულო ფესტივალის საღამოს პროგრამის მუსიკალურ ნაწილს, ღონისძიებები 18 საათზე დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. 

პროგრამა ასე გამოიყურება:

  • 17:00 -18:00 ჯაზ-ბიგბენდის კონცერტი საზაფხულო თეატრში
  • 18:00 – 21:00 ბენდები ანბანის კოშკთან – TECHNO BAND OFFSIDE, ასეა სულ, See Side
  • 21:00 – 00:00 – გალა კონცერტი-  მგზავრები, KILLAGES, თამადა
  • 23:00 – ფეიერვერკი
  • 00:00 – 03:00 DJ გურული, DJ ჩიკი

„ზაფხულის ფესტივალი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: