მთავარი,სიახლეები

პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს – „სიმამაცისა და გამძლეობისთვის“

10.05.2022
პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს – „სიმამაცისა და გამძლეობისთვის“

9 მაისს ნიუ იორკში დაასახელეს პულიცერის პრემიის გამარჯვებულები.

პრემიის კონკურსის ჟიურიმ სპეციალური ჯილდო მიანიჭა უკრაინელ ჟურნალისტებს გამბედაობისა და გამძლეობისთვის მათ სამშობლოში მიმდინარე ომის გაშუქებისას.

„უკრაინელი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ უკრაინაზე ვლადიმერ პუტინის დაუნდობელი თავდასხმისა და რუსეთში გამოცხადებული პროპაგანდისტული ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის, გამძლეობისა და სამართლიანი გაშუქებისადმი თავდადებისათვის.

მიუხედავად დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციისა და მათ შორის, არაერთი კოლეგის სიკვდილისა, უკრაინელი ჟურნალისტები შეუპოვარ ძალისხმევას სწევენ საშინელი რეალობის ზუსტი სურათის მოსაწოდებლად, რითაც ასახელებენ უკრაინასა და ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში,“ – ვკითხულობთ პულიცერის პრემიის ვებგვერდზე.

პულიცერის პრემია აშშ-ში 1917 წლიდან გაიცემა. ეს ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა ჟურნალისტიკაში.

მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. უკრაინელი ჟურნალისტების მხარდასაჭერი კამპანიის მონაწილეა „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“. კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

________________

ფოტოზე: Associated Press-ის უკრაინელი ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: