დღეს, 24 მარტს, დაახლოებით 18:36 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდა იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან მდებარე სოფელი სამებაა, სადაც 4.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა გუშინაც.
ამავე თემაზე: რატომ ხდება ამდენი მიწისძვრა სოფელ სამებასთან