ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხულოში, სოფელ ბეღლეთთან, მეწყერმა ავტომაგისტრალი ჩაკეტა – გზების დეპარტამენტი

25.01.2022
ხულოში, სოფელ ბეღლეთთან, მეწყერმა ავტომაგისტრალი ჩაკეტა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე [ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ ბეღლეთთან] ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის განცხადებით, „ჩამოსულმა მასამ შეადგინა დაახლოებით 15 000 კუბი“. 

„აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელ ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.

ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება [25 იანვრის 12:45 სთ.] და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 25 იანვრის საღამოსთვის გზის დამეწყრილი ადგილი გაწმენდილია, თუმცა, აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა გეოლოგების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც შეისწავლიან ამ ადგილს.

ამავე თემაზე:

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: