მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“. მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. … ვრცლად მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება