მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 4509 ახალი შემთხვევა, 59 პაციენტი გარდაიცვალა | 7 დეკემბერი

07.12.2021 • 1120
დადასტურდა კოვიდის  4509 ახალი შემთხვევა, 59 პაციენტი გარდაიცვალა | 7 დეკემბერი

7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4509 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 47 328 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 59 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარაში – 194, იმერეთში – 804, ქვემო ქართლში – 269, შიდა ქართლში – 343, გურიაში – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 366, კახეთში – 258, მცხეთა-მთიანეთში – 148, სამცხე-ჯავახეთში – 113, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43.

6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.13%.

ამ ეტაპზე საქართველოში 45 216 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 545 ადამიანი კოვიდზე  საავადმყოფოში მკურნალობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: