მთავარი,სიახლეები

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას – სააკაშვილი

29.11.2021
არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას – სააკაშვილი

„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა  დღეს, 29 ნოემბერს, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ექსპრეზიდენტის ციტატას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომელიც ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც დღეს პროცესს ესწრება. სხვა ჟურნალისტებს არათუ სასამართლოს შენობაში, არამედ მის ეზოშიც არ უშვებენ.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის ჰოსპიტლიდან, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომანქანას თან მოჰყვებოდა პოლიციის ესკორტი.

პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება მისცეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: