მთავარი,სიახლეები

როგორია ნანგრევებიდან გადარჩენილი 37 წლის კაცის მდგომარეობა

11.10.2021
როგორია ნანგრევებიდან გადარჩენილი 37 წლის კაცის მდგომარეობა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი, 37 წლის კაცი, ჯერჯერობით კვლავ რეანიმაციაში რჩება, თუმცა კლინიკა „მედცენტრში“, სადაც მას მკურნალობენ, ადასტურებენ, რომ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა.

„სტაბილურად მძიმეა, რჩება რეანიმაციაში, თუმცა ძალიან ბევრი პარამეტრი გამოვასწორეთ, გვაქვს დადებითი დინამიკა, მაგრამ პაციენტი მაინც საყურადღებოა და რჩება რეანიმაციაში რამდენიმე დღე,“ – ამბობს კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი, დეა ქაჯაია.

37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. მისი მდგომარეობა თავიდან მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა განაცხადეს, რომ აღინიშნება დადებითი დინამიკა, პაციენტი მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, იგი კონტაქტურია და ასრულებს ექიმის დავალებებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: