მთავარი,სიახლეები

დღეს გლოვის დღეა, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

11.10.2021
დღეს გლოვის დღეა, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში გლოვის დღეა.

ქვეყანა გლოვობს ბათუმის ტრაგედიას – 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე  7-სართულიანი კორპუსის  სადარბაზო ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

_____________

ფოტოზე: 26 მაისის ქუჩა ბათუმში, სახლის ნანგრევები. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: