არჩევნები,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რომელ ქუჩებზე იყო სააკაშვილი ვიდეოს მიხედვით – მიშას მარშრუტი

01.10.2021 • 20275
ბათუმის რომელ ქუჩებზე იყო სააკაშვილი ვიდეოს მიხედვით – მიშას მარშრუტი

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება.

რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში?

პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.

საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანს სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.

მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთან. ასევე კადრებში ჩანს კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე.

კადრში ჩანს ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალეაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ განუცხადა.

______

საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

„ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: