27 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13277 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარაში – 48, იმერეთში – 123, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 19, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 58, კახეთში – 101, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.