მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდზე აიცრა 102 წლის ქალი

05.08.2021 • 4512
აჭარაში კოვიდზე აიცრა 102 წლის ქალი

მაღალმთიან აჭარაში კორონავირუსზე აიცრა 102 წლის ქალი.

102 წლის ემინე ჯორბენაძე დღეს ,,ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალის დაჟინებული თხოვნა იყო ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად.

ემინე ჯორბენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: