გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 27 – 32 გრადუსი
- ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორ დღეს, 6-7 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.






