მთავარი,სიახლეები

„დინამო“ ბათუმი VS „საბურთალო“ – თითქმის ყველა ბილეთი გაიყიდა

13.05.2021
„დინამო“ ბათუმი VS „საბურთალო“ – თითქმის ყველა ბილეთი  გაიყიდა

ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ საფეხბურთო მატჩზე, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 16 მაისს გაიმართება, ყველა ბილეთი თითქმის გაიყიდა.

ამ დროისათვის [12:00] დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე 25-ლარიანი და 800-ლარიანი ბილეთი [ლოჟა 6 ადგილით].

საფეხბურთო მატჩზე 6 წლამდე ბავშვები უბილეთოდ დაიშვებიან.

ბილეთების გაყიდვა წუხელ დაიწყო.

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე სულ 20 000 ადგილია, თუმცა პანდემიის გამო მატჩებზე დასწრება შეზღუდულია.

16 მაისის მატჩზე 6 450-მდე ბილეთი უკვე გაიყიდა.

სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია „დინამო“ თბილისთან ერთად. ორივე კლუბს 28 ქულა აქვს.  22 ქულით მესამე ადგილზეა გორის „დილა“.

„საბურთალოს“, რომელსაც „დინამო ბათუმი“ 16 მაისს ხვდება, 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

„დინამო ბათუმის“ კიდევ ერთი მატჩია ჩანიშნული 23 მაისს – ბათუმური კლუბი „ლოკომოტივს“ შეხვდება.

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მატჩს „დინამო“ ბათუმი წლის ბოლოს, 4 დეკემბერს, გამართავს გორის „დილასთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: