მთავარი,სიახლეები

ხვალ მუშაობას განაახლებენ სკოლები, ბაღები და მუნიციპალური ტრანსპორტი

12.05.2021
ხვალ მუშაობას განაახლებენ სკოლები, ბაღები და მუნიციპალური ტრანსპორტი

ხვალ, 13 მაისს, საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

ასევე, 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომლის მოძრაობაც შეჩერებული იყო უქმე დღეების გამო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში დარჩა შეზღუდვა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე.

11 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდვითარების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: