Batumelebi | 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1788 ახალი შემთხვევა 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1788 ახალი შემთხვევა – Batumelebi
RU | GE  

31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1788 ახალი შემთხვევა

11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 4 336 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 16 215 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარაში – 127, იმერეთში – 178, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 131, კახეთში – 79, მცხეთა-მთიანეთში –  73, სამცხე-ჯავახეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.35%.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com