მთავარი,სიახლეები

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

12.04.2021
უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ საქართველომ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა უნდა დასრულდეს.

„სოლიდარობის გამოხატა მხოლოდ სიტყვებით არ არის საკმარისი, უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო და საჭიროების მიხედვით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. დღეს სიჩუმე არის დანაშაული…“ –  გვითხრა ფოტოგრაფმა ედო მჟავანაძემ.

„უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც, ეს უნდა გავაცნობიეროთ,“ – ამბობს გენო თებიძე, „ლელოს“ წევრი. მისი აზრით, დანაშაული იყო ის, რომ ამ დრომდე საქართველოს უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავდა.

თემურ გორგაძე, თეოლოგი: „ხაზგასმით და მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და არა ისე, რომ ვიღაცამ სადღაც რაღაც თქვა… მთავრობის ყველა წევრი უნდა იძახდეს, რომ მხარს უჭერს და ეს უნდა ჩანდეს საქმითაც, ჩვენ ამას უნდა ვამბობდეთ მუდმივად საერთაშორისო ფორმატებშიც, რომ რუსეთი ოკუპანტია… ჩვენ უნდა შევეშვათ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რადგან ამ პოლიტიკიდან ზიანის მეტი არაფერი მიგვიღია.“

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლების სიცოცხლე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: