განათლება,მთავარი,სიახლეები

აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – გამოკითხვის შედეგი

31.01.2021
აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – გამოკითხვის შედეგი

პირველ თებერვალს ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება.

აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მშობლებს დაუსვა. 

ვებგვერდზე კითხვას 604-მა ადამიანმა უპასუხა.

  • არა – 51.49% [311 ხმა] ამბობს, რომ პირველ თებერვალს სკოლაში შვილის გაშვებას არ აპირებს. 
  • კი –
  • არ ვიცი –

„ბათუმელების“ აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა ვებგვერდის მეშვეობით და არ არის რეპრეზენტატული.

ამავე გამოკითხვაში „ბათუმელებმა“ კიდევ ერთი შეკითხვა დასვა.

თქვენი აზრით, შესაძლებელი იქნება თუ არა სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული წესების დაცვა? – ამ კითხვას 497-მა ადამიანმა უპასუხა. ხმები ასე გადანაწილდა:

  • არა – 58.95% [293 ხმა] 
  • კი –
  • არ ვიცი – 16.5% [82 ხმა] 

გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმური იყო. გამოკითხვაში მონაწილეს მხოლოდ ერთი პასუხისთვის შეეძლო მიეცა ხმა.

ამავე თემაზე: 

„ვინ უპასუხებს IV-კლასელს, რატომ არ უშვებენ სკოლაში?“ – დაწყებითის მასწავლებლის მოსაზრება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: