როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში. სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე … ვრცლად როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას