მთავარი,სიახლეები

“სადავოა 597 633 ადამიანის ხმა, არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 31 %-ის” – თამარ კორძაია

07.11.2020 • 3493
“სადავოა 597 633 ადამიანის ხმა, არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 31 %-ის” – თამარ კორძაია

“ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას,” – ეს განცხადება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ დღეს, 7 ნოემბერს გააკეთა. მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ყველა ოქმი გადაამოწმეს.

თამარ კორძაიას განცხადებით, პროპორციული უბნების რაოდენობა რომელშიც არ ჯდება ბალანსი არის ჯამში არის 986. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 4 025, პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის  63 335 და ამ უბნებზე რომელშიც არ ჯდება ბალანსი მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633.

“შესაბამისად, სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა. საერთო ჯამში ეს წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის ამომრჩეველთა 17%-ს, ხოლო არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 31 %-ს.  შესაბამისად სახეზე გვაქვს საარჩევნო კოდექსის 125-ე ოქმის მე-17 პუნქტის შემთხვევა, როგორც ეს პირველ ბრიფინგზე ვივარაუდეთ. სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა მაჟორიტარულ შედეგებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემებში არ შეგვიყვანია სპეციალური უბნების შედეგები, ანუ ე.წ. კოვიდ უბნები.

უბნების რაოდენობა მაჟორიტარულში, რომელშიც არ ჯდება ბალანსი არის 2000. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 13 125, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის  81 931. ხოლო მოსული ამომრჩევლების რაოდენობა სადაო უბნებში არის 1 124 544. მე შეგახსენებთ რომ არჩევნებზე მოვიდა 1 970 000 ადამიანი. ნახევარზე მეტი ადამიანების ხმების დათვლა უკვე არის საეჭვო, იმიტომ, რომ  ყველა უბანი 2000 უბნიდან არის საეჭვო. შესაბამისად საქართველოს საერთო ამომრჩევლის 31%-ის ხმები შეუძლებელია დაითვალოს და ეს მონაცემები არის საეჭვო. დადასტურდა ჩვენი პირველადი შეფასება, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მიმართა.

“მინდა ხაზი გავუსვა და ირაკლი კობახიძეს მივმართო, რომელიც მუდმივად ამბობს, რომ ბლოკი “ძალა ერთობაშია” საკუთარ გაყალბებულ შემაჯამებელ ოქმებზე დაყრდნობით ლაპარაკობს. არა, ბატონო ირაკლი, ამ ციფრებს, რასაც დღეს მოქალაქეებს წარვუდგენთ ვაჯამებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ოქმების შესაბამისად. კიდე უფრო მეტი, ჩვენ ამ ციფრებს ვაჯამებთ შესწორების ოქმებით გადასწორებული ციფრების შესაბამისად,” – თქვა თამარ კორძაიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: