ინდოეთი უკვე მესამე ქვეყანაა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 697 413 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მონაცემებით ინდოეთმა გაუსწრო რუსეთს, სადაც დადასტურებულია Covid19-ის 686 777 შემთხვევა.
დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით 19 693 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 424 433 ადამიანი.
6 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა შემდეგ ქვეყნებში:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 2, 888, 729
- ბრაზილია – 1,603,055
- ინდოეთი – 697, 413
- რუსეთი – 686, 777
- პერუ – 302, 718
- ჩილე – 295, 532
- დიდი ბრიტანეთი – 286, 932
- მექსიკა – 256, 848
- ესპანეთი – 250, 545
- იტალია – 241, 611
2020 წლის იანვარში ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში Covid19-ით დაინფიცირდა 11 458 291 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.
ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 534 460 ადამიანი.
_________________
ფოტოზე: ინდოეთი, მუმბაი. ჯანდაცვის მუშაკი სიცხეს უზომავს ბავშვს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/DIVYAKANT SOLANKI