საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მონაცემები განახლდა – 4 აპრილის 22:20 საათის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებულია COVID-19-ის 162 შემთხვევა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 ადამიანი.