მთავარი,სიახლეები

თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

09.03.2020 • 2865
თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას რვა საათზე ტელეწამყვანი თეონა თურმანიძე წაიყვანს. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში მიაწოდა მაყურებელს.

“დილიდან ვიცოდით, რომ რვასაათიან გამოშვებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აბაზაძე წაიყვანდა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ.

თუმცა სამსაათიანი ეთერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა, რომ რვასაათიან ეთერში დავჯდე დღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება, რადგან თეონა ბაკურიძესთან დაკავშირებით დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო პარასკევს, მათ ჰქონდათ სრული ორი დღე, რომ ეს შემოთავაზება გაეკეთებინათ.

თუმცა იმის  გამო, რომ მაუწყებელი არის კრიზისში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, ვთანხმდები ამ წინადადებას, მხოლოდ დროებით. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გადაწყვეტილება არც იქნება მიღებული დირექტორის მხრიდან და თეონა ბაკურიძე რამდენიმე დღეში დაბრუნდება ეთერში,” –  თქვა თეონა თურმანიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება პარასკევს, 6 მარტს მიიღო.

თეონა თურმანიძე მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციაში, რომელიც თავისი კოლეგის – თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გაიმართა ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: