Batumelebi | რამდენმა მოქალაქემ აიღო „უჩიპო“ პირადობის მოწმობა – იუსტიციის სახლის მონაცემები რამდენმა მოქალაქემ აიღო „უჩიპო“ პირადობის მოწმობა – იუსტიციის სახლის მონაცემები – Batumelebi
RU | GE  

რამდენმა მოქალაქემ აიღო „უჩიპო“ პირადობის მოწმობა – იუსტიციის სახლის მონაცემები

26 დეკემბრის შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „უჩიპო“ პირადობის გაცემა დაუშვა, იუსტიციის სახლებში 96-მა მოქალაქემ მოითხოვა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე. 28 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 32 პირადობის მოწმობა. ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გვითხრა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე არსებითი განხილვის სხდომებს ესწრება და იუსტიციის სამინისტროს წარმოადგენს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამ ეტაპზე „უჩიპო“ პირადობის მოწმობას იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მოქალაქე რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის დაწესებულებიდან ცნობას წარმოადგენს.

„ამ დოკუმენტის გამო არ მოუთხოვია ამ დრომდე სხვებს „უჩიპო“ პირადობის მოწმობა,“ – გვითხრა ია რეხვიაშვილმა, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, ეკლესიებმა იუსტიციის სახლებში წარსადგენი დოკუმენტის გაცემა 23 იანვრიდან დაიწყეს.

„ჩვენ ვითხოვეთ საპატრიარქოში, რომ მოეცათ ცნობა. იყო მსჯელობა, თუ რა დოკუმენტი გაეცათ. საბოლოოდ, საპატრიარქომ კურთხევა მისცა ეპარქიებს, რომ გაეცათ ცნობა. სასულიერო პირები გასცემენ ახლა ამ დოკუმენტს და ადასტურებენ, რომ კონკრეტული პიროვნება მრევლის წევრია,“ – აღნიშნავს ია რეხვიაშვილი.

მოსარჩელეები აპროტესტებენ იმასაც, რომ იუსტიციის სახლში „უჩიპო“ პირადობის მოწმობის აღების საფასური 20 ლარია და იგი თვეში ერთხელ უნდა შეცვალოს მოქალაქემ. მოსარჩელეების მტკიცებით, ქვეყანაში 147 ათასი მოქალაქეა, რომელიც რელიგიური მოტივით არ იღებს „ჩიპიან“ პირადობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი