კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

სახლები ბათუმში ძეგლის სტატუსს ხუთი წელია ელიან – განხილვის მეორე ვადაც იწურება

25.01.2020
სახლები ბათუმში ძეგლის სტატუსს ხუთი წელია ელიან –  განხილვის მეორე ვადაც იწურება

ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების საკითხის განხილვისთვის გათვალისწინებული მეორე ვადა მარტის ბოლოს ამოიწურება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურს  სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ღირებულება, კულტურული მემკვიდრების თვალსაზრისით,  ექვს თვეში უნდა შეესწავლა.

სწორედ ამ ვადას ითვალისწინებს კანონი, მას შემდეგ რაც ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭება.  ითვალისწინებს თუ არა ობიექტი ძეგლის სტატუსს, ეს ძეგლების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირველ ვადაში [ექვსი თვე] სააგენტომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამის შემდეგ კი ვადა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივეს, რასაც ასევე კანონმდებლობა ითვალისწინებს.   გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა [სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე] მოაწერა ხელი.

შეძლო თუ არა ამ დროში სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა ინფორმაციის დამუშავება ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ ძეგლების საბჭო ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი საკითხის განხილვას 2020 წლის თებერვლიდან დაიწყებს. განხილვა მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 წლამდე, ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გრძელვადიანი გადარჩევა-დაზუსტების შემდეგ, სააგენტომ გადაწყვიტა და 2019 წლის მარტში ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, დარჩენილია ბოლო ეტაპი – შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მინიჭების შემდეგ, კონკრეტული შენობების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამოქმედდა, რაც ამ სახლების ათვისებით დაინტერესებული მშენებლებისგან დაცვას უზრუნველყოფდა. როგორც სააგენტოს დანართშია მითითებული, ამ სახლების უმრავლესობა არქიტექტურის თვალსაზრისით ღირებულია.

ბათუმში 23 ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა

სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ბედი სააგენტომ 6 თვის შემდეგაც ვერ გადაწყვიტა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: