მთავარი,რეკლამა,სიახლეები

როგორ გამოვიდა ქართული საჭმელი ქუჩაში

27.09.2019 • 3982
როგორ გამოვიდა ქართული საჭმელი ქუჩაში

მიშლენის გიდი ძალიან პოპულარული და ელიტური გზამკვლევია მსოფლიო გურმანებისთვის. 2016 წელს პირველად ისტორიაში მიშლენის ვარსკვლავი მიენიჭა ე.წ. Street food – ქუჩის სამზარეულოს წარმომადგენელს ჩან ჰონ მენგს, რომელიც სინგაპურში ფლობს  საკვებ ობიექტს. 

ეს წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგა „სტრიტ ფუდის“ განვითარებისთვის.

ჩან ჰონ მენგი, წყარო Getty

როცა საკვები ქუჩაში ინაცვლებს, ის ფორმირდება და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეროვნული კერძები თანამედროვე სახეს იღებს. ჩვენს რეალობაში, მაგალითად, შესაძლებელია მჭადის, ფხალეულის, აჭარული ხაჭაპურის მორგება სტრიტ ფუდის ფორმატისთვის.

სწორედ ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ „ბაგსის“ იდეის ავტორებს. სივრცის თანადამფუძნებელი, ასევე მზარეული მარია სურმანიძე ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია ბათუმში, რომელიც უშუალოდ ქუჩის სამზარეულოს მხარდაჭერისთვის შეიქმნა:

“საზღვარგარეთ ბევრგან გვინახავს და მოგვწონებია ქუჩის ვაჭრობის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, განსაკუთრებით კვების ნაწილში. უცხოეთში ხშირად არც ბევრი ფული გაქვს და არც დრო, რომ ტრადიციულ სამზარეულოს რესტორნებში გაეცნო. გინდა, რაც შეიძლება ბევრი რამ ნახო და თან ყველაფერი გასინჯო. ამ დროს გზადაგზა ყიდულობ საჭმელს და ეს ძალიან მოსახერხებელია. ქუჩის სამზარეულოს უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფად მზადდება და წასაღებადაც მარტივია, ვინაიდან ერთჯერად შეფუთვშია და ფასიც მისაღებია.

ჩვენც ამ იდეით დავიწყეთ ბაგსი-ს პროექტად ქცევა, თან გვინდოდა ქართული სამზარეულოს გადაფუთვა და ქუჩაზე მორგება. ჩვენი ეროვნული სამზარეულო დღითიდღე უფრო და უფრო ცნობილი ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს.”

ბაგსი აბრევიატურაა და იშიფრება როგორც “ბულვარის ალტერნატიული გამოცდილების სივრცე”.

ბაგსი

ტერიტორიულად მდებარეობს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ორი თვეა, რაც სივრცე გაიხსნა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ შესთავაზეს სტუმრებს.

მოდით, დავიწყოთ ყველაზე გემრიელი ნაწილით:

სამზარეულო:

ყველაფერი, რაც ბაგსი-ში მზადდება, გათვლილია ქუჩაში მისართმევად,  მაგალითად, მჭადები და ფხალეული. როგორც აქ თქვეს, ეს ნაკრები მალევე გახდა მოთხოვნადი მისაყოლებელი ლუდთან.

ფხალის ბურთულები, შებრაწული მჭადები და ქართული ყველი

ხინკალმაც თავისი გზა გაიარა, სანამ გარეთ გამოვიდოდა; შეიბრაწა და ისეთი ფორმა მიიღო, რომ საერთოდ აღარ არის საჭირო ხელსახოცებისა და თეფშების მომარაგება მისი მირთმევისას. გარეგნულადაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.

დაბრაწული ხინკალი

ამბობენ, მახლობელ სანაპიროზე ხარჩოს ვერსად გასინჯავო. ჰოდა, ბაგსი-ში აქვთ აჭარულების ნაკრები, რომელთაგან ერთ-ერთიც საქონლის ხარჩოს შიგთავსით იწონებს თავს “კონკურენტებში”.

აჭარულის სამეული “3ა” –  ყველი, ლობიო, ხარჩო

სამზარეულოს მიღმა ბაგსი-ს სივრცეში სასმელიც დაგხვდებათ: ქართული ღვინო, ადგილობრივი ჭაჭა, ბევრი ლუდი, კოქტეილები და ფრეშსასმელები.

გარდა მეტად შესარგი სმა-ჭამისა, ბაგსი-ში მთელი ამ ხნის მანძილზე მოისმენდით ცოცხალს მუსიკას ადგილობრივი მუსიკოსების შესრულებით:

ცოცხალი მუსიკის საღამო

ნახავთ ეროვნულ ცეკვებსაც რომლიც ქრონიკაც  Giffer- მა შემოგვინახა.

ამასთან, სივრცეში არის სუვენირების მაღაზია და საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის.

დილის 11 საათიდან ღამის 1 საათამდე შეგიძლიათ გაატაროთ დრო სასიამოვნოდ ბაგსი-ში ანბანის კოშკის მიმდებარედ.

ბაგსი ღამით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: