განათლება,მთავარი,სიახლეები

რესურსცენტრების უფროსებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

30.08.2019
რესურსცენტრების უფროსებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან  გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. გაიზრდება რესურსცენტრებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების ხელფასებიც.

კერძოდ: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება. 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის  პირველი ოქტომბრიდან  განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში ხელფასები საშუალოდ 20%-ის ფარგლებში გაეზრდებათ საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, ტექპერსონალს, მათ შორის, სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.

ხელფასი გაეზრდებათ,  ასევე, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. ეს პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე მათი დანამატი 125 ლარი იქნება.

სკოლები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ასევე ფულადი ჯილდოს გასაცემად იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც სკოლას დატოვებენ. დაფინანსების გაზრდის მიზნით, მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება.

შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის, ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 600 ლარით დაფინანსდება.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/225176/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: