რეკლამა,სიახლეები

ბათუმის ბულვარმა აგვისტოს ომში დაღუპულებს ჭადრაკში ვეტერანთა ტურნირი მიუძღვნა

08.08.2019
ბათუმის ბულვარმა აგვისტოს ომში დაღუპულებს ჭადრაკში ვეტერანთა ტურნირი მიუძღვნა

დღეს, საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი  ღია ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. ბულვარის ხელმძღვანელმა პირებმა ტურნირის  ვეტერან გამარჯვებულებსა და 89 წლის უხუცესს მონაწილეს სიგელები და  სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ტურნირი 4 აგვისტოს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ჭადრაკში ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა და ტრადიციულ სახეს მიიღებს. ამ დღესვე ბათუმის ბულვარის ორ თანამშრომელს – ჯაბა კვაჭაძესა და რესან ბერიძეს, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„11 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. პატივს მივაგებთ და ვიხსენებთ დაღუპულ გმირებს, ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. გვსურს უდიდეს პატივისცემა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ უთანასწორო ომში და დღესაც ემსახურებიან სამშობლოს. გვეამაყება, რომ ბათუმის ბულვარს ასეთი თანამშრომლები ჰყავს. ისინი დღეს ბათუმის ბულვარის გამწვანებითა და მოვლა-პატრონობით არიან დაკავებულები- ნათქვამია ბათუმის ბულვარის ოფიციალურ გვერდზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: