რეკლამა,სიახლეები

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მლნ ლარით გაიზარდა

01.08.2019
საქართველოს რკინიგზის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მლნ ლარით გაიზარდა

 2019 წლის  6 თვის მონაცმებით,  „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული  შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8  მლნ ლარით (14%)-ით აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა  საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა  ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დაიწყო ახალი ტვირთების მოზიდვა სარკინიგზო გადაზიდვებისათვის, მათ შორის არის ყაზახური ხორბალი და ნახშირი. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: