მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

12.07.2019
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

ფინკა ბანკის საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.

ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ეს შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზაფხულის პერიოდში ჰქონდეთ მეტი ფინანსური რესურსი,  რადგან ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხარჯი ემატება ოჯახს: დასვენების, რემონტის, სკოლის პერიოდისათვის მზადებაც დაიწყება მალე და ა.შ. დაზოგილი თანხა მათ პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება, ეს მომხმარებლებისათვის არის სესხის გადასახადისგან თავისუფალი 3 თვე”.

ფინკა ბანკის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ასევე სატელეფონო ცენტრის საშუალებით, ნომერზე * 4949.

მიიღეთ მეტი სარგებელი ფინკა ბანკთან ურთიერთობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: