მთავარი,სიახლეები

თურქეთში გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონური მუშები გადაჰყავდა

14.08.2018
თურქეთში გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონური მუშები გადაჰყავდა

დღეს, 14 აგვისტოს, გამთენიისას, დაახლოებით 03:00 საათზე, ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ავარია მოუვიდა ქართულ სანომრენიშნიან ავტომანქანას, რომელსაც გადაჰყავდა საქართველოს 21 მოქალაქე – დროებით მომუშავე სეზონური მუშები.

„წინასწარი მონაცემებით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი იმყოფებიან ტრაპიზონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. საქართველოს სამივე მოქალაქეს უტარდება კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება და გენერალური საკონსულოს ჯგუფი იმყოფება ადგილზე.  საქართველოს დანარჩენმა მოქალაქეებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები, გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და იმყოფება დროებითი დაკავების იზოლატორში,“ – აცხადებენ საკონსულოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.