მთავარი,სიახლეები

შსს თანამშრომლებისთვის 6 მილიონ ლარად ორ თერთმეტსართულიან კორპუსს ააშენებს

14.08.2018
შსს თანამშრომლებისთვის 6 მილიონ ლარად ორ თერთმეტსართულიან კორპუსს ააშენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსები თბილისში, ქერჩის ქუჩა N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 6 435 136 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დამთავრდება. კორპუსების მშენებლობა კი  ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე – 50 წელი, სახურავის ვარგისიანობაზე – 7 წელი, შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე – 2 წელი, დანადგარებზე და აგრეგატებზე – 1 წელი, ლიფტზე, ასევე 1 წელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 მილიონამდე ლარი აქვს ასევე გათვალისწინებული, თბილისში, გულუას ქ.N6-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის.

სამინისტრო ამ სამუშაოებსაც ცალკე, ელექტრონული ტენდერით, შეისყიდის. სატენდერო თანხა აქ 3 980 504 ლარია. ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

საგარანტიო ვადა ადმინისტრაციული შენობის სახურავის ვარგისიანობაზე – 7 წელი, შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე – 2 წელი, დანადგარებზე, აგრეგატებზე და ლიფტზე – 2 წელი უნდა იყოს.

 

მთავარი ფოტო: 11-სართულიანი კორპუსები [რენდერი] ტენდერის დოკუმენტაციიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: