საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშენებარე სახლის ჩამოშლის შედეგად 4 მუშა დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაშავებული მუშა გადაყვანილია საავადმყოფოში.
„დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“-ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეოპბს სსკ-ის 240 მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.