მთავარი,სიახლეები

ნეიმარის „წაქცევებისგან” შრიფტი შექმნეს

17.07.2018
ნეიმარის „წაქცევებისგან” შრიფტი შექმნეს

დიზაინერმა ლუჩანო ჯეიკობმა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის საფეხბურთო მინდორზე წაქცევის მრავალრიცხოვანი კადრებისგან შრიფტი, სახელწოდებით „Ney Type“ ააწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ნეიმარის მრავალფეროვანი  „წაქცევები“ ინტერნეტმომხმარებელთა საყვარელ გასართობად რჩება.

ანბანის სრული შრიფტი A-დან Z-ის ჩათვლით მხატვარმა ბრაზილიელი ფორვარდის დაცემის კადრებისგან შექმნა. მას იდეა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩის დროს გაუჩნდა, როცა ნეიმარი არტისტულად დაეცა მინდორზე გაშლილი ხელებით.

მხატვარმა შრიფტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა და თავიდანვე დაიმსახურა ათიათასზე მეტი მოწონება.

იდეის ავტორი ფიქრობს, რომ შრიფტი მნახველს გაახალისებს და ნეიმარის კრიტიკის მიზეზად არ იქცევა.

შრიფტის იდეამდე, ნეიმარის სათამაშო მოედანზე „დაცემები“ არც სხვებისთვის ყოფილა შეუმჩნეველი. სახალისო ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში ორი კვირის წინ გავრცელდა 24 ათასზე მეტი გაზიარება აქვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.