მთავარი,სიახლეები

თურქეთის ელჩი საქართველოში: ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია აჭარის და ბათუმის მიმართ

23.06.2018
თურქეთის ელჩი საქართველოში: ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია აჭარის და ბათუმის მიმართ

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა სერენ იაზგანს იმ გავრცელებული, ანტითურქული შეხედულებების შესახებ ვესაუბრეთ, რომელსაც ბოლო წლებია საქართველოში აქტიურად განიხილავენ, მათ შორის ყარსის ხელშეკრულებაზე, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და აჭარაში თურქეთის ინტერესებზე. 

„საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის 25 წლის განმავლობაში, ჩვენ არ განგვიხილავს საკითხი, რომელიც შეეხებოდა საზღვარს. ჩვენ საქართველოსთან არავითარი მოთხოვნა არ გვაქვს და არც საქართველო არ ითხოვს თურქეთისგან არაფერს ამ მიმართულებით. როგორც იყო საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები 25 წლის მანძილზე, ისევე გაგრძელდება ყარსის ხელშეკრულების ასი წლისთავის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიხსენოთ, როგორი იყო 100 წლის წინ ჩვენი მდგომარეობა რეგიონში, რა მოხდა შემდეგ.

ახლა საქართველო ძალიან სწრაფად განვითარებადი, ძლიერი ქვეყანაა, რომელიც მიდის რეფორმების, დემოკრატიის გზით და ვფიქრობ, საქართველო არის წარმატებული მაგალითი რეგიონში. ჩვენი ენერგია და ფოკუსი ამაზე უნდა იყოს მიმართული და არა სპეკულაციაზე ასი წლის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც არა ჩვენი ბაბუების, არამედ ბაბუის მამების დროს დაიდო. მათ იცხოვრეს, ახლა ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ და სჯობს, ამაზე ვიფიქროთ.

…ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია აჭარის და ბათუმის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნესმენებს აინტერესებთ აჭარაში ინვესტირება, რადგან ეს რეგიონი ახლოა საზღვართან და ეს მოსახერხებელია მათთვის, მაგრამ თურქული ინვესტიცია საქართველოში არ ფოკუსირდება მხოლოდ აჭარაზე.

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ყვებიან საშიშ ზღაპრებს, იმ ზღაპრების მსგავსს, რომლითაც უფროსები ბავშვებს აშინებენ: „აი, თუ არ შეჭამ, მოვა მონსტრი“. თურქეთი არ არის მონსტრი. ჩვენ ძალიან გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა ქართველმა მეგობრებმაც თქვან, რომ მონსტრი არ იმყოფება საქართველოს დასავლეთის საზღვარზე, მონსტრი შესაძლოა იყოს სხვა საზღვართან“ – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

სრული ინტერვიუ თურქეთის ელჩთან: 

[red_box]თურქეთის პოზიციები ყარსის შეთანხმებაზე, ბათუმზე, მეჩეთსა და საზღვრებზე[/red_box]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.