მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა

20.06.2018
ბათუმის მერის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა

ბათუმის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სათათბირო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა. საბჭო 12 წევრს აერთიანებს. მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები.

ეს არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ათი წევრისგან, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წინადადებები და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტები.

საბჭომ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ მერს სარეკომენდაციო წერილით უნდა მიმართოს, მერს აქვს უფლება არ გაიზიაროს ის. კანონმდებლობით საბჭო მერისთვის დამაბრკოლებელი ორგანო არ არის.

განახლებული საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

  • არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ დირექტორი ნინო ინაიშვილი
  • „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა
  • გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში  UNDP-GEF პროექტის მწვანე ქალაქები მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“ ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე
  • CENN-ის კორდინატორი აჭარაში კახაბერ გუჩმანიძე
  • ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე
  • აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი თამარ ხუხუნაიშვილი
  • ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ჩიხლაძე
  • აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძე
  • ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი მარიამ ბურკენაძე

ბრძანებას საბჭოს განახლების შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 16 ივნისს მოაწერა ხელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: