ნეტგაზეთი • RU

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი  
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 29 აპრილს, ღამით და დილით ზოგან ელჭექი და  ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მომდევნო ორ დღეს კი უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ.

ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 12 გრადუსია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.