მთავარი,სიახლეები

ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე

24.03.2018
ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე

დღეს, 24 მარტს, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა.

როგორც “ბათუმელებს” კურორტის ადმინისტრაციაში უთხრეს, გუშინ, 23 მარტს, კურორტზე ყვითელი წვიმა წამოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა.

ტალახიანი წვიმის მიზეზი, რომელიც 23 მარტს აჭარაში მოვიდა, როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს, საჰარადან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.

ქარს, რომელმაც საქართველოში მტვრის ნარჩენები გადმოიტანა  – სიროკო ჰქვია.  ის ჩრდილოეთ აფრიკაში, უდაბნოში წარმოიშვა.  სიროკო სამხრეთ-დასავლეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარია.

როგორც კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, დღეისთვის კურორტზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჰყავთ.

ფოტო: Goderdzi Resorts

ფოტო: Goderdzi Resorts

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.