მთავარი,სიახლეები

ლეოგრანდის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი საწყობის გამგეა

24.03.2018
ლეოგრანდის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი საწყობის გამგეა

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი სასტუმროს საწყობის ადმინისტრატორია. დაკავებულის ახლობლებმა დღეს “ლეოგრანდის” წინ აქცია გამართეს და სასტუმროს მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს.

დაკავებულის მეუღლე თეა ფუტკარაძე “ბათუმელებთან” ამბობს რომ მისი ქმარი “ლეოგრანდში” საწყობის გამგედ მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია უსაფრთხოებასთან.

“ჩემი მეუღლე დამნაშავე არაა. სად უსაფრთხოების სამსახური და სად საწყობის გამგე? ვიღაცა ხომ უნდა დაჭერილიყო და აიყვანეს ჩემი ქმარი უდანაშაულო პირი,” – ამბობს თეა ფუტკარაძე.  მისივე თქმით დღეს სასტუმროს მენეჯმენტთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

სასტუმრო “ლეოგრანდის” ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი საწყობის ადმინისტრატორი იყო. ევალებოდა თუ არა სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისგება დაკავებულს, ამ კითხვაზე “ლეოგრანდის” ადვოკატი ამბობს რომ  პასუხს ამ ეტაპზე ვერ გასცემს.

“ჩვენ არ ვიცით პროკურატურის პოზიცია. მასალები ადვოკატებს გადმოგვეცემა დღეს, დღის ბოლომდე. იქ უკვე ვნახავთ კონკრეტულად რას ედავებიან.  ბრალის წარდგენა მოხდება დღეს და უკვე გვეცოდინება საფუძველი. ამის შემდეგ უფრო არგუმენტირებული პასუხები მექნება,” – ამბობს კახა წერეთელი.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/124848/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008