„საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა,“ – ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2026-2027 წლებისათვის საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. გამოსაცდელი პერიოდის ვადა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა სტრატეგიის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში, ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის …
Category Archives: მთავარი
6 წლამდე ბავშვის ავტომობილით მგზავრობისას საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება
6 წლამდე ასაკის ბავშვების ავტომობილით მგზავრობისას საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება – ამის შესახებ საუბარია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2026-2027 წლებისათვის საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ახლა ჯერი საკანონმდებლო ცვლილებებზეა. „იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც საწყის ეტაპზე, სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების …
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს – ცვლილებები მერიაში
ბათუმის მერიაში ცვლილებებია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალი უფროსები ჰყავს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძის ნაცვლად თემურ ვასაძე დაინიშნა. „თემურ ვასაძეს ბოტანიკურ ბაღში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014-2017 წლებში მუშაობდა ადგილობრივი ფლორისა და ბალახოვან მცენარეთა კურატორად, 2017 წლიდან კი იყო გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერი,“ – განმარტეს …
რუსეთმა ზაპოროჟიეს „ცირკონის“ რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 6 ადამიანი
11 აგვისტოს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეზე მასშტაბური, კომბინირებული იერიში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით. ოფიციალური კიევის ცნობით, თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა, ქალაქში ხანძარი გაჩნდა და ელექტროენერგია გაითიშა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის საჰაეწრო ძალების ცნობით, 11 აგვისტოს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე სხვადასხვა ტიპის 120 დრონით. …
Continue reading “რუსეთმა ზაპოროჟიეს „ცირკონის“ რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 6 ადამიანი”
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შშს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. „ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს. _______ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს მასალიდან
კობა ფარტენაძის მიმართ დაჭრის მუქარაზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებიც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დაჭრით ემუქრებოდნენ. “გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო …
Continue reading “კობა ფარტენაძის მიმართ დაჭრის მუქარაზე 2 პირი დააკავეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 460 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 259 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 120 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 47 713 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აგვისტო”
„უნდა გამართლდეს“ – კიდევ რა უთხრა „ყურშას“ ადვოკატმა მოსამართლეს დასკვნით სიტყვაში
„მხოლოდ ის, რომ ან აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული ბრალით დაახლოებით 40 ბრალდებულის საქმეს 3 სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს, მათ შორის, ერთ საქმეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშა“ ფიგურირებს, მოსამართლე …
133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა
მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში სოციალური დახმარება 7 235 ადამიანს მოუხსნეს. ჯამურად, ბოლო 7 თვეში, სოციალური დახმარების გარეშე 133 324 ადამიანი (39 530 ოჯახი) დარჩა. თუ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას გავაანალიზებთ, ბოლო წლებში სოცდახმარების მიმღებთა ოდენობა მკვეთრად იზრდებოდა, 2026 წლის …
Continue reading “133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა”
გელენჯიკის ყველა პლაჟი დაიკეტა დრონების თავდასხმის რისკის გამო
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე კურორტის, გელენჯიკის ყველა პლაჟი დაიკეტა დრონების თავდასხმების საფრთხის გამო. აიკრძალა ზღვაში ბანაობა. პლაჟები 10 აგვისტოდან დროებით დაიკეტა – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსეი ბოგოდისტოვმა განაცხადა. მან პლაჟების დახურვის მიზეზად უკრაინული დრონებით თავდასხმის საფრთხე და საჰაერო თავდაცვის ოპერაციები დაასახელა. მერმა პლაჟების დახურვის ხანგრძლივობა არ დააკონკრეტა. გარდა ამისა, დრონების თავდასხმის რისკის გამო გელენჯიკში …
Continue reading “გელენჯიკის ყველა პლაჟი დაიკეტა დრონების თავდასხმის რისკის გამო”
უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა
უკრაინელების 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს. უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2026 წლის 16 ივლისიდან 31 ივლისამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 82% — მიიჩნევს, რომ ომში საბოლოოდ სწორედ უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა მათგან ამაში სრულიად დარწმუნებულია 59% (დანარჩენი 23% უფრო იხრება იმისკენ, რომ უკრაინა …
Continue reading “უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა”
„ოცნებამ“ გზების მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას ჩააბარა
„ოცნების“ მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობისთვის ახალი კომპანია – შპს „საქართველოს გზების ოპერატორი“ შექმნა, დირექტორად ალექსანდრე ზამბახიძე დანიშნეს. განკარგულება ახალი შპს-ს შექმნის თაობაზე ახლახან გამოაქვეყნეს, თუმცა ის 24 ივლისს არის ხელმოწერილი. ირაკლი კობახიძის განკარგულების მიხედვით, ამ კომპანიის 100 პროცენტიანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ და არსებობის ვადით გადაეცემა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. კომპანიის მოვალეობა საერთაშორისო და …
Continue reading “„ოცნებამ“ გზების მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას ჩააბარა”
საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მოგზაურობდნენ – ორი კვარტლის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ორ კვარტალში საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მოგზაურობდნენ, გამგზავრების მიზეზი კი მეტწილად ახლობლების მონახულება იყო. საქსატატის მონაცემებით, დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე დროს, მოგზაურების უდიდესი ნაწილი, 44 პროცენტი, 31-50 წლისაა. ზემოთ მითითებული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ …
Continue reading “საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მოგზაურობდნენ – ორი კვარტლის მონაცემები”
მუნიციპალიტეტებში დასაქმების დონე დაბალია – სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა
„მმართველი პარტიის მხრიდან ეკონომიკის ზრდაზე მუდმივი საუბრის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობის დასაქმების არც თუ პოზიტიურ სტატისტიკას ფუნდამენტურად ვერ ცვლის“- წერს ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. „2024 წლის აღწერამ 15 წლისა და მეტი ასაკის 3 158 758 ადამიანი დააიდენტიფიცირა. მათი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია [დასაქმებული და ის უმუშევარი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ …
უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს შეუტიეს
ორშაბათს, 10 სექტემბერს, რუსეთში დრონები თავს დაესხნენ ნიჟნეკამსკს, თათრეთის დედაქალაქს, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. თათრეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნიჟნეკამსკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. „…მასშტაბური საჰაერო თავდასხმა გრძელდება. თავდასხმა მიმართულია როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო ობიექტების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ თათრეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დრონების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და …
Continue reading “უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს შეუტიეს”
„გვერდზე შევალთ… პირდაპირ მიგჭრი“ – კობა ფარტენაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაჭრით ემუქრებიან
„წუხელ ქუჩაში დამხვდნენ და დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დაჭრით, ეს უკვე თავდასხმის მერამდენე შემთხვევაა აღარ ვიცი… გუშინვე, ამ შემთხვევამდე კაცმა პიაცაზე ქვა მესროლა,“ – ამბობს კობა ფარტენაძე, „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგი. კობა ფარტენაძე ფეისბუკში ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მას კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. „ვიდეოში, რომელსაც ნახულობთ …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 459 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 255 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 116 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 47 669 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო”
ომი ირანთან და სპარსეთის ყურის ახალი რეალობა – დისკუსია ვაშინგტონში
ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ 2026 წლის თებერვალში ირანთან დაწყებული სამხედრო კონფლიქტიდან ხუთი თვის თავზე, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტმა (MEI) რეგიონის უსაფრთხოების კრიზისი შეაფასა. 13-დღიანმა ამერიკულმა იერიშებმა ვითარება ინტენსიური დაბომბვიდან ფრაგმენტულ, მაღალი რისკის საომარ თეატრში გადაიყვანა. თადარიგის ვიცე-ადმირალმა, კევინ დონეგანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა ირანის კონვენციური საზღვაო და სარაკეტო ძალები, თეირანის …
Continue reading “ომი ირანთან და სპარსეთის ყურის ახალი რეალობა – დისკუსია ვაშინგტონში”
როცა 2 მოსამართლის გადაწყვეტილება ურთიერთსაპირისპიროა – ერთი უცხოელის გაძევების საქმე
როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
2 მძღოლს ბრალი წარუდგინეს ყვარელში ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს …
როდის აღუდგება წყლის მიწოდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას – განცხადება
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წუხელ განმავლობაში უხვად მოსული ნალექის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ ხელვაჩაურში, ადლიაში, აღმაშენებლის, კაჩინსკების, ტაბიძის, რურუასა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის მიწოდება აბონენტებს აღუდგებათ 9 აგვისტოს, 20:00 საათზე.
თავდასხმა „გლოვოს“ კურიერზე – დააკავეს სამი პირი, მათგან ორი არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში სამი პირი დააკავა „გლოვოს“ კურიერზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით. პოლიციის ინფორმაციით, 3 დაკავებულიდან 2 არასრულწლოვანია. შშს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. 3 …
Continue reading “თავდასხმა „გლოვოს“ კურიერზე – დააკავეს სამი პირი, მათგან ორი არასრულწლოვანია”
თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს
8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქულ ახალი ამბების სააგენტოსთან, „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, დააწესონ მორატორიუმი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე. „შავი ზღვა საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ზონად იქცა. თავდაპირველად ისინი სამხედრო პორტებსა და სამხედრო გემებს ესხმოდნენ თავს, ახლა კი განურჩევლად ესხმიან თავს ყველა სავაჭრო გემს. სამწუხაროდ, თურქული გემებიც …
Continue reading “თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ოდესაზე – არის მსხვერპლი
9 აგვისტოს, დილას, რუსეთმა ხარკოვში მრავალსართულიან შენობაზე მიიტანა სარაკეტო იერიში – ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ. ხარკოვში რაკეტა სალტოვსკის რაიონში 10-სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის რამდენიმე სართული დაინგრა. პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადამიანები შენობის ნანგრევების ქვეშ …
Continue reading “რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ოდესაზე – არის მსხვერპლი”
ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ქალს თავს დაესხა და ძვირფასეულობის გატაცება სცადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 457 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 253 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 103 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 47 621 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო”
5 მილიონი ქობულეთში საფეხბურთო ცენტრის ასაშენებლად – ადგილს გორის პროექტი უნდა მოარგონ
ქობულეთში „ოცნების“ მთავრობა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობისთვის ქალაქ გორის ანალოგიური ცენტრის პროექტის კორექტირება იქნება საჭირო. „მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი“ – წერია ტენდერის საპროექტო დავალებაში. ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი …
9-11 აგვისტოს სანაპირო რაიონებში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა …
რუსეთის საგარეო თბილისს მოუწოდებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროცესის დაწყებისკენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 8 აგვისტოს, ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს. რუსეთის საგარეო ომის დაწყების ინიციატორად კვლავ სააკაშვილის მთავრობას მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ 2008 წელს „რუსეთი იძულებული გახდა გადაღობებოდა აგრესორს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოუწოდებს ყველას [ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს], განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ „პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და …
ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის …
Continue reading “ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს”
ბებია, ბაბუა და 3 წლის ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად
8 აგვისტოს კიევის ოლქის სოფელ პუხოვკაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი — ბაბუა, ბებია და მათი 3 წლის შვილიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისივე თქმით, დაშავდნენ დაღუპული ბავშვის მშობლები, მისი 15 წლის ძმა და ასევე მეზობელი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად მივიდა და რუსეთის განმეორებითი დარტყმის დროს დაშავდა. …
Continue reading “ბებია, ბაბუა და 3 წლის ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად”
128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია, თანამშრომლების ხელფასებში ბოლო ორ წელში 128,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან მხოლოდ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის ხელფასებში – ჯამში 4,7 მილიონი ლარი. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა [რომელიც დირექტორობიდან მოხსნეს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად შვებულებაშია] 2024 წელს ხელზე 154 182 ლარი აიღო, ხოლო 2025 წელს, ასევე ხელზე აიღო …
Continue reading “128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 456 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 251 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 099 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 47 580 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აგვისტო”
ბეშუმში სამშენებლო ბუმია – განვითარება თუ უკანონო განაშენიანება?
„აქ სამშენებლო ბუმია“, – გვწერს მოქალაქე, რომელმაც კურორტ ბეშუმის ტყიდან მშენებლობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოგვიგზავნა. არაერთი წყარო „ბათუმელებს“ კურორტ ბეშუმის ტყეში ასობით კოტეჯის უკანონოდ მშენებლობაზე უყვება. გამოგვიგზავნეს ფოტო-ვიდეო მასალები და ზოგ შემთხვევაში მერიის მიერ გამოცემული აქტებიც, რომლებშიც კანონდამრღვევი პირების 1000 ლარით დაჯარიმებაზეა ინფორმაცია მოცემული. მათ შორის შორის ერთ-ერთზე „ბათუმელებმა“ ხულოს მერიას ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმართა. მერიამ …
Continue reading “ბეშუმში სამშენებლო ბუმია – განვითარება თუ უკანონო განაშენიანება?”
ქუთაისში ძაღლებს მოწამლული საკვები დაუყარეს – ფაქტს შსს იძიებს
ქუთაისში მიუსაფარი ცხოველები მოწამლეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა ნიკეას ქუჩაზე. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების და ინფორმაციის თანახმად, ვიღაცამ ძაღლებს ადგილას მოწამლული საკვები დაუყარა, რის შედეგადაც 4 ძაღლი მოკვდა. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციაც იყო მისული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. …
Continue reading “ქუთაისში ძაღლებს მოწამლული საკვები დაუყარეს – ფაქტს შსს იძიებს”