როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღლუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 27– 32 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო ღამით: …

„მეც მოვაწერ ხელს“ – ემიგრანტების დავა ხმის დასაბრუნებლად საკონსტიტუციოში

„ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ემიგრანტების ხმების… როგორც კი მომმართავენ, ჩავერთვები და მეც ამ სარჩელის თანამონაწილე გავხდები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ანნა ხელაია. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ახალ საკონსტიტუციო დავაზე ვესაუბრეთ: მას შემდეგ რაც „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის არჩევნებში საზღვარგარეთ 13 % აიღო, ხოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართველ ემიგრანტებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 474 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 286 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 170 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 48 318 …

ბათუმის მერია „ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას 3.5 მილიონამდე ზრდის საწვავის ფასი გამო

როგორც ჩანს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მგზავრობის ფასის გაძვირებამ არ უშველა და მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. მერია სუბსიდიას 3,5 მილიონამდე ზრდის  და განმარტავს, რომ ზრდა საწვავის ფასის გაზრდამ გამოიწვია: „იზრდება ღონისძიების დაფინანსება, მუნიციპალური ავტობუსებისათვის საწვავის ფასის გაზრდის გამო, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას“ – განმარტავს მერია. შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში ბათუმის საკრებულომ 20 აგვისტოს დაგეგმილ …

„რას ნიშნავს, როცა პედაგოგი 30 წელია გაკვეთილს ატარებს, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს?“ – ინტერვიუ

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება კიდევ ერთი წლით გადაუვადა. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის ანაზღაურების წესთან, რადგან ბოლო ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს მაღალ ხელფასის მიღება მხოლოდ საათების რაოდენობის მიხედვით შეუძლია. ამიტომ, მასწავლებელს საკმარისი საათების რომ ჰქონდეს, მან ყველა იმ საგანში უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, რომელსაც სკოლაში ასწავლის. რაზე მეტყველებს სამინისტრომ ეს ნაბიჯი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

სინდისის პატიმარი, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე გლდანის ციხეში არსებულ პირობებზე წერს. მის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში აღწერს საპატიმროში არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ეს გარემო ეხება არა მხოლოდ მას, არამედ ყველა რიგით პატიმარს. ამავე დროს, სპეციალური პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს. „ბათუმელები“ სრულად …

„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად. გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი …

„მე არავის არ ვებრძვი, მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ“ – ღარიბაშვილის მესამე წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 20 აგვისტოს, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მის ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა: „მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ …

ბათუმში 2 მოქალაქე დააკავეს – ჩხუბი, სადაც ცივი იარაღი გამოიყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 აგვისტოს, ბათუმში, ორი პირის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულები და დაკავებულებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის …

„80 ლარით წავედით სტამბულის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით ვართ“ – რამაზ ნინიძის ცოლი

„80 ლარით წავედით სტამბოლის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით მოვედით. გთხოვთ, ისევ ნუ მიგვატოვებთ“, – ასე იწყებს ხალხისადმი მიმართვას მადონა ნინიძე, 30 წლის რამაზ ნინიძის და. რამაზ ნინიძე დაახლოებით 6 თვის წინ მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაზიანდა. საქართველოში მას ვერ უმკურნალეს. პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. „უკვე 2 თვე ვართ სტამბოლში, კლინიკაში. თუ აქამდე მაღალი რისკი …

ასმეთაურს, რომელმაც ორი ჯარისკაცი გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

უკრაინის მოიერიშე ბრიგადის ასმეთაურს, ვლადისლავ პოლსკის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა დაჭრილი ჯარისკაცები, ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა. ცეცხლის ქვეშ მყოფმა ვლადისლავ პოლსკიმ ორი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი პირადად გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოვლენები ასე განვითარდა: ხარკოვის ოლქში 475-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ორ ჯარისკაცს მისიის დასრულების შემდეგ რუსული „მოლნიას“ …

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ექნებათ

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ: „შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, …

რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა – 21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევმა პარასკევი, 21 აგვისტო, გლოვის დღედ გამოაცხადა რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვის გამო. 20 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და 168 დრონით. ძირითადი დარტყმის სამიზნე კიევის რეგიონი იყო. ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 15 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ნგრევა დაფიქსირდა მინიმუმ 16 მრავალსართულიან შენობაში – ჩამოინგრა ზედა …

სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება კიდევ 1 წლით გადაუვადა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა 2028 წლამდე მიეცათ. „ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად. მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა …

ცეკვის მასწავლებელს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 472 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 283 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 165 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 48 261 …

ბათუმში, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურია მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, აქ, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირება და ჩხუბი იყო, რის შედეგად ერთ პირს ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაწყებულია გამოძიება. შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.    

„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან

ბოლო ათ დღეში სოციალურ მედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულ ენაზე ჩაწერილი ორი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინტერვიუებში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სუფრაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საყვარელ კერძებზე, ავტომობილებზე, ცხოვრების სტილზე და საერთოდ არ ახსენებს რუსულ ოკუპაციას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმიტომ, რომ ორივე ინტერვიუ 9-12 აგვისტოს შუალედში გამოქვეყნდა, 2008 წლის …

გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი, რომელსაც დაზარალებულზე ზემოქმედებას ედავებიან

დღეს, 19 აგვისტოს, გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი მურმან ქამადაძე, რომელიც გუშინ, 18 აგვისტოს დააკავეს დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბრალდებულ ადვოკატს 7 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს ადვოკატთა ასოციაცია იცავს, ადვოკატები: ზაზა პაპიძე და ლელი ბჟალავა. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის …

სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება

სასკოლო ფორმების ერთი პარტია უკვე შეკერილი და საქართველოშია შემოტანილი, „ოცნების“ მთავრობამ კი ახლა მიიღო დადგენილება სახელმწიფო გერბის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე შესაძლო გემოყენების შესახებ. სახელმწიფო გერბის სიმბოლიკის დატანა კერძო კომპანიასთან ფორმების მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა. „პიჯაკის მარცხენა …

ბახმაროში, დოღის დროს, 6 წლის ბავშვი დაშავდა

მოქალაქე მაკა კუტუბიძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბახმაროში გამართული დოღის დროს, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 6 წლამდე გოგონა დააზიანა. პოსტის ავტორის თქმით, გოგონას თავი აქვს დაზიანებული, თუმცა ამ ინციდენტის მიუხედავად, ღონისძიება არ შეჩერებულა. „ჩოჩქოლმა  წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ „გააგრძელეო“ უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო  ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან …

სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …

პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

„დღეს „პადონები“ მივიტანე ადგილზე, დამეხმარნენ… ახლა მინდა ეს ადგილი შემოვღობო – ყვავილების მოშენებას ვაპირებ და გაყიდვას, ჩემი ბიზნესი უნდა მქონდეს,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. უსახლკარო, მარტოხელა დედა, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად 10 აგვისტოს გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესახლდა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა …

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში 103 ჯარისკაცი დაბრუნდა

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, თავდაცვის ჯარებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 103 სამხედრო მოსამსახურე. „დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველები“ – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს, 19 აგვისტოს. ტყვეების გაცვლა მოხდა …

ბათუმში ხეებს ამერიკული პეპელა გაუჩნდა

ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები. „ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის …

ასახლებენ ქალს, რომელიც ფეხმძიმე აგვისტოს ომში მონაწილეობდა: შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები

„შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები, მათ შორის, იმ შვილთან, ვის გაჩენასაც ველოდებოდი აგვისტოს ომის დროს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი, რომელიც ომის ვეტერანია, სამი შვილის დედაა და დღე-დღეზე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ელის. მაია კაკიაშვილი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 2015 წელს სესხად აიღო მევახშისგან 5 ათასი დოლარი. დავალიანება წლების განმავლობაში 80 ათას დოლარამდე ავიდა. …

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა 3 095 ნაშრომის შედეგები გაასაჩივრეს

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 3 095 ნაშრომის შედეგები გასაჩივრდა. ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების შემდეგ, შეფასება შეიცვალა 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 7 ნაშრომს. ცენტრის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი – 1136 საჩივარი, ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გამო დაიწერა.   მეორე ადგილზეა ინგლისური ენა, …

რკინიგზამ 20 პროცენტით მეტი ტვირთი გადაიტანა გასულ წელთან შედარებით – II კვარტლის სტატისტიკა

2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. საქსტატის ცნობით, ტვირთის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8 პროცენტი — …

საქართველოში 461 გემი შემოვიდა 2026 წლის II კვარტალში – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 461 გემი შემოვიდა, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან …

სპეცოპერაცია უკრაინაში – ჩხრეკა პარლამენტარის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრის სახლებში

უკრაინაში ანტიკორუფციული ბიურო [НАБУ] და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა სპეცოპერაციას ატარებენ. НАБУ-ს განცხადებით, უწყებები ატარებენ სპეციალურ ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების მონაწილეობით. НАБУ-ს ჯერ არ დაუსახელებია ეჭვმიტანილების ვინაობა და სპეცოპერაციის დეტალები. ამავე დროს, უკრაინული მედიის ცნობით, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ტარდება …

რა გეგმები აქვს ზურაბ პატარაძის მეგობარს ბათუმგორაზე, ყოფილი გულის საავადმყოფოს ადგილას

ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია „გთმ ინვესთი“ ბათუმგორაზე, საიდანაც მთელი ქალაქის, სანაპიროსა და ზღვის ხედი იშლება, 2 ჰექტრაზე მეტ ფართობს ფლობს და აქ მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო „თანამგზავრის“ მომიჯნავედ 25 576 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების მომზადებაზე დავალება ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს 2023 წელს გაუცია. 2017 წელს აქ გულის საავადმყოფო დაანგრიეს. დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიას …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 471 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 276 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 162 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 48 205 …

მატარებლის შეჯახებით აგვისტოში 3 ადამიანი დაიღუპა აჭარაში – რა შეცვალა საქართველოს რკინიგზამ

მწვანე კონცხზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მატარებელი მოზარდს დაეჯახა, სარკინიგზო გადასასვლელები აყარეს, ყვითელი ლენტები გააბეს და რკინიგზის ორივე მხარეს ინსპექტორები დააყენეს, რომლებიც მოქალაქეებს ლიანდაგის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. გადასასვლელები საქართველოს რკინიგზამ მოშალა, ასევე რკინიგზის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. ჩაქვი-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც 13 აგვისტოს, მწვანე …

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლის დაწყებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი,  ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მიმართვა მის ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ღარიბაშვილის მტკიცებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და „პოლიტიკური განადგურება“ იყო და რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ …

„დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია… კობახიძეს უნდა, რომ მტერს კომფორტი შევუქმნათ“ – პედაგოგი

„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე. არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის …

ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს. „საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი …

Exit mobile version