ზაურ ახვლედიანი: უნდა გავთავისუფლდეთ არაფორმალური ჩარევებისგან

რისგან უნდა გათავისუფლდეს ბათუმის საკრებულო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ან უმაღლესი საბჭო, რომ ყველაფერი უფრო კარგად იყოს, ვიდრე დღეს არის? – ამ კითხვებზე „ბათუმელებს“ ბათუმის 68-ე ოლქში „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. მას ზემოთ ნახსენებ ორ სტრუქტურაში გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილეობის მიღება ამ დრომდეც შეეძლო, მესამე სტრუქტურაში შესასვლელად კი ახლა იბრძვის. „გავთავისუფლდეთ“ პარტიის მთავარი ლოზუნგია. ბატონო …

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ბათუმის მერია 300 ლარს გადასცემს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 13:00 საათზე, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები გმირთა ხეივანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ჟიული შარტავას მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. მერიის ინფორმაციით,  ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულთა და დაღუპულთა  70-ზე მეტ ოჯახს, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარი გადაეცემათ. „დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთის ომის დროს …

პეტრე ზამბახიძე: ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ბათუმის  79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები მუშაობენ. მისი თქმით, ოლქი უარს ეუბნება საარჩევნო სიის გადამოწმებაზე, რაც ოლქის მოვალეობაა. „საოლქო საარჩევნო კომისია უარს აცხადებს საარჩევნო სიების შემოწმებაზე და სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ცვლილების შეტანაზე. ჩვენ გვაქვს პასუხი ოლქის თავმჯდომარისგან, რომელიც აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ …

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი დაიწყო

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, ასევე ფრინველთა მიგრაციისა და რეგიონში უკანონო ნადირობის ფენომენის შესახებ, ფესტივალის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების, გიდების, სკოლის …

ქუჩებში შშმ პირებისთვის პარკირების ადგილები გამოიყოფა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირების ადგილები გამოიყოფა. ამ დროისთვის პარკირების ადგილების მონიშვნა მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ლურჯად იქნება მონიშნული. პროცესი ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან დაიწყო და მერიის ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. სამუშაოებს მერიის აიპი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ახორციელებს.

საავტორო კინოფესტივალი BIAFF -ის გამარჯვებული ფილმები

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი BIAFF დასრულდა.  საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. გრანპრის მფლობელი გახდა – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ. საუკეთესო რეჟისურაში  – „უღმერთო“, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 …

წონის კორექცია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბარიატრიული ქირურგია თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ფართოდ გამოიყენება როგორც ჭარბ წონასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. პაციენტი ოპერაციიდან ერთი წლის განმავლობაში კარგავს ზედმეტი წონის 70-80 პროცენტს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ერთ-ერთია რეგიონში, სადაც ბარიატრიული [ჭარბი წონის კორექციის] ოპერაციები ულტრათანამედროვე მეთოდებითა და ტექნიკური აღჭურვილობით ტარდება. ოპერაციების ჩასატარებლად ჰოსპიტალში საგანგებოდ ჩამოვიდა თურქი ქირურგი იელიზ ილმაზ-ბოზოქი, რომელსაც ამ მიმართულებით 11-წლიანი მუშაობის გამოცდილება …

ბათუმის საკრებულოში შესაძლოა 10 ადგილი გათავისუფლდეს

თავმჯდომარის, მოადგილისა და ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელების ჩათვლით  ბათუმის საკრებულოს სამი წევრი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, ექვსი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. მათგან სამი მაჟორიტარია. კანონმდებლობა მაჟორიტარის მიერ გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. უმაღლეს საბჭოში თუ საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად სხვადასხვა პარტიიდან ბათუმის საკრებულოს 10 წევრი იყრის კენჭს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ბათუმის …

ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში

პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ამ არჩევნებზე საკუთარმა სურვილმა თუ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ აჭარაში ჩამოიყვანა. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვიან დავით ბერძენიშვილი და დავით თარხან-მოურავი… აჭარის საარჩევნო სიებში რამდენიმე ისეთი ადამიანიც მოხვდა, ვისაც თავად საარჩევნო სიის წევრებიც ვერ იცნობენ… რას ჰპირდებიან ლიდერები და უცნობები აჭარას, აქვთ თუ არა მათ ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის? „რაღაც ისე მოხდა, რომ …

700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმუმ 700 ათას ლარს გადაიხდის უნივერსიტეტის [მეორე კორპუსის] რეაბილიტაციისთვის. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ხუთსართულიან [მეორე] კორპუსზე და სპორტულ დარბაზზე ხდება არსებული ნალესის დემონტაჟი, ასევე დემონტაჟი უტარდება შესასვლელ კიბეებზე მოწყობილ ბუნებრივი ქვის ფილებს [შემდგომი დასაწყობებით], შენობაზე ეზოს მხრიდან ეწყობა მონოლითური დამცავი ქუდები, შენობის ირგვლივ პირველი სართულის იატაკის ნიშნულამდე ხდება ხელოვნური გრანიტის …

როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე

„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო …

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში თავისი მთავრობა დაასახელა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდამჭერებს აჭარის „მომავალი მთავრობის“ წევრები წარუდგინეს. 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონის მთავრობას სათავეში პარტიის ლიდერი აჭარაში და სიის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძე ჩაუდგება. „ჩრდილოვანი კაბინეტის“, ანუ აჭარაში ალტერნატიული მთავრობის წევრებად დასახელდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ლევან ანთაძე [ყოფილი მინისტრი], ფინანსთა …

100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ნოემბრიდან

2016 წლის პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების, 2016 წლის 1 ნოემბრიდან, მიმოქცევაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ …

ქობულეთში 7 შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მოაწერა. ბრძანება 21 სექტემბერს შევიდა ძალაში. ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ციხისძირში მდებარე 2 სააგარაკო შენობას და უშაკოვის აგარაკს. სამთავე აგებულია XX საუკუნის დასაწყისში; პომორსკის აგარაკს დაბა ჩაქვში. აგებულია  XX …

კანადა, თურქეთი, რუსეთი – უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [10 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს [23 პროცენტით მეტი]. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის …

შსს: ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ქ. თბილისში დააკავეს“. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც …

მინური აბულაძე: მე არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვყოფილვარ

მინური აბულაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაასახელა. ბატონო მინური, რა პოლიტიკური გამოცდილებით მოდიხართ? წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში ვმუშაობდი, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კი სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობა იყო, ვიყავი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალურ სააგენტოში მუშაობისას, როდესაც ადამიანები შიმშილსა და სიღარიბეს ებრძოდნენ, მათი …

მაჟორიტარი კანდიდატი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული

გია აბულაძე მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ყოფილი განათლების მინისტრი, თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გახდა. ბატონო გია, რას ჰპირდებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა მოგცეთ ხმა? პირველ რიგში იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური გუნდი ჰყავს, რომელსაც არა მარტო თეორიული ცოდნა, გამოცდილებაც …

რეკლამის ფესტივალი – Ad Black Sea ბათუმის მერიამ აღარ დააფინანსა

შავი ზღვის საერთაშოროსო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea ბათუმში ხვალ დაიხურება. ფესტივალში საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე  პოსტ-საბჭოთა ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვატო ქავთარაძის თქმით, წელს ფესტივალს პომპეზური სახე არ ჰქონია, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა. „პომპეზური იმიტომ არ იყო რომ ფინანსური მხარდაჭერა აღარ გვქონდა მერიის მხრიდან და თითქმის ჩაშლის პირას იყო, მაგრამ მაინც …

ახალგაზრდა ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა მოხალისეობის მხარდასაჭერად

დღეს 24 სექტემბერს, აჭარის რეგიონის მოხალისეები გამართავენ  გამოფენას, სახელწოდებით  „მე მოხალისე – აქტიური მოქალაქე“, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობის, როგორც საქმიანობის და სფეროს პოპულარიზებას. ღონისძიება ხორციელდება „საქართველოს მოხალისე“-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ხოლო რეგიონში პროექტის პარტნიორია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელი“. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ასლან ართმელაძის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ …

ბათუმის ცირკში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო ტურნირი გამართა, ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში  ქართველი მოჭიდავეების გარდა მონაწილეობენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის  სპორტსმენები. ტურნირი დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის ცირკში საზეიმოდ გაიხსნა. ფინალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება. აჭარიდან ხუთივე მუნიციპალიტეტიდან 25-მდე სპორტსმენი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, უცხო ქვეყნებიდან კი 90-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. ტურნირის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაზე …

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეზილზე პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა თოვლის საფარი დიდი არ არის. როგორც გამგებელი ბესიკ  ბაუჩაძე გვეუბნება,  რამდენიმე ოჯახის გარდა, მთებიდან თითქმის ყველა მოიალაღე  დაბრუნდა. „ბეშუმში ვიყავი და იქ რამდემიმე ოჯახი იყო დარჩენილი, თუმცა ისინიც აპირებდნენ წამოსვლას. გუშინ გვიან ღამით წამოთოვა, თუმცა თოვლის საფარი არ არის იმხელა …

„მინდა წარმატებული მეცნიერი ვიყო“

ბათუმელი სტუდენტი სან დიეგოს უნივერსიტეტში ანა თავართქილაძე ერთ-ერთია იმ შვიდ ბათუმელს შორის, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად წელს თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიან. მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა საგნობრივ ოლიმპიადაში, ქიმიაში პირველი ადგილი აიღო. ამ წარმატების შემდეგ ანუ მე-12 კლასში სწავლის დროს, ანას დაუკავშირდნენ და სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზეს. აბიტურიენტებს, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტში გადაწყვეტენ …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის, სულ 611 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომის გამო,  17 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის მერის იმპიჩმენტს ითხოვს

ბიუჯეტის გაფლანგვა, პრიორიტეტების არასწორი განაწილება, განუხორციელებელი და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საარჩევნო კოდექსის დარღვევა, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, ბიუროკრატია მერიაში, ქალაქის იმიჯის შელახვა და ა.შ. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რომელსაც გიორგი ერმაკოვს უყენებენ  საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” და მის გადაყენებას მოითხოვენ. “მისი მერის თანამდებობაზე დარჩენა ქალაქში ახალი პრობლემების შექმნისა და ადამიანებისთვის გართულებული ცხოვრების კიდევ უფრო დამძიმების …

დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა. ქალბატონო მადონა, თქვენ ერთ-ერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ხართ საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიდან. რატომ დაგასახელათ პარტიამ კანდიდატად და როგორ მოხვდით ამ პარტიაში? მინდოდა იმ პარტიაში შევსულიყავი, რომელშიც ჩემი აზრები იქნებოდა გათვალისწინებული. ამ პარტიის გეგმები, იდეები წავიკითხე, მომეწონა, პარტიამ შემომთავაზა …

ვის შეუძლია „თავისუფალი გაკვეთილის“ ჩატარება

„თავისუფალი გაკვეთილების“  იდეა განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი, რომლის განხორციელებაც ორ თვეში დაიწყება,  ორი მილიონი ლარის ღირებულებისაა. მინისტრის განცხადებით, პედაგოგები, ვინც საჯარო სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილები“ უნდა ჩაატარონ, კონკურსის წესით, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით შეირჩევიან. როგორია თავისუფალი გაკვეთილების ფორმატი და კრიტერიუმები, დეტალებზე „ბათუმელებს“  ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა. ბატონო ალექსანდრე, იქნებ განმარტოთ, როგორი იქნება …

ირაკლი ჩავლეიშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ ნამდვილად არ ფიქრობს უმრავლესობით მოსვლაზე

სამგზის ბათუმის საკრებულოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე და ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკურმა პარტიამ” საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. „ბათუმელები“ დაინტერსდა ამომრჩევლისთვის რა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას არ აღმოჩნდა საკმარისი საკრებულოს წევრის კომპეტენცია და რა საკითხების ლობირებას გეგმავს ის პარლამენტში არჩევის შემთხვევაში. ბატონო ირაკლი, რა საკითხების გადაწყვეტის მცდელობისას არ გეყოთ …

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე

მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად საღამოს, 7 ან 8 საათზე მართავენ. საარჩევნო კამპანიაში ისევ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები და მოზარდები. კანდიდატები მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეხვედრების დიდი ნაწილი, მედიის გარეშე, პარტიული კამერების თანდასწრებით იმართება. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ აწვდიან. მათ შორის …

ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის გადაამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 6-7 სექტემბერს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ვორქშოფებსა და სემინარებს გამართავენ: 6 ოქტომბერი, “ადამიანი და კულტურის სამყარო”: ლუდვიგ ზიპი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „ადამიანი და კულტურის სამყარო”; გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „სამეცნიერო ტექნიკური მოდერნულობა და ფილოსოფიური ეთიკა”. 7 ოქტომბერი,  პანელ-დისკუსია “რელიგია და კულტურის სამყარო”:  მამუკა ბერიაშვილი, …

ხათუნა სამნიძე: ქალი ამომრჩეველი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ვარ და მათ უფლებებს უფრო დავიცავ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა სამნიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბათუმში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმის #69-ე საარჩენო ოლქში. ხათუნა, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს კენჭი გეყარათ ბათუმში, ეს მხოლოდ იმითი იყო განპირობებული, რომ ბათუმელი ხართ თუ სხვა სტრატეგიაც აქვს პარტიას? ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ხაზი გაუსვა …

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი? „პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული …

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. „ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, …

249 ათასი ლარი ქედის სოფელ ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის

დღეს, 22 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევში საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. 50 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში ორი ჯგუფი იქნება. საბავშვო ბაღში 11 ადგილობრივი დასაქმდა და ამ დროისთვის 25 აღსაზრდელი დადის. ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 000 ლარი იყო გამოყოფილი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი ქედაში წელს 600 ათასი ლარი დაიხარჯა. ,,ეს ბაღი ნამლისევის, მილისის, უჩხითისა და ქოსოფლის მოსახლეობას …

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს. ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, წინასაარჩევნოდ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევ ვერ მოხვდა პრიორიტეტებში. როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია …

Exit mobile version