დღეს 26 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ცოცხალი ბენდები Asea Sool და Strawberry Fields-ის დაუკრავენ. კონცერტი საღამოს 19:00 დაიწყება და რამდენიმე საათს გაგრძელდება. ამავე საღამოს დაგეგმილია ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ხარება“-ს, ნანა მესხის, ლაშა ღლონტისა და ნუკა მარგველაშვილის კონცერტები. დღის განმავლობაში კი ევროპის მოედანზე საბავშვო გასართობი ღობისძიებებიც გაიმართება.
Category Archives: მთავარი
30 მილიონამდე ლარის შეწყვეტილი ხელშეკრულებები მერიაში
ბათუმის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან 29 ხელშეკრულება შეწყვიტა. ჯამში სახელშეკრულებო თანხა 30 მილიონამდე ლარია. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 13 მილიონზე მეტი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან კომპანიებზე ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში უკვე გადარიცხული იყო. დაკარგული დრო და დაუთვლელი ზარალი – ესაა შეწყვეტილი ტენდერების შედეგი. ბათუმის მერიისგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი თითქმის …
Continue reading “30 მილიონამდე ლარის შეწყვეტილი ხელშეკრულებები მერიაში”
მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა
ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 54 წლის ასაკში გარდაცივალა – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გვიან ღამით მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია პოლიციამაც დაადასტურა. ბრიტანელი და ბერძენი წყვილის ოჯახში დაბადებულმა მუსიკოსმა კარიერა [მისი ნამდვილი სახელი იყო გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ] სკოლის მეგობართან ერთად დაიწყო. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Faith კი ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად იქცა. ალბომის წარმატება …
შობა ბათუმში
25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა იესო ქრისტეს შობის დღეს ზეიმობს. ქრისტეს შობა აღნიშნეს ბათუმშიც. კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების ცერემონია 24 დეკემბერს საღამოს ათ საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა. საშობაო წირვას ჩვენს ქალაქში მყოფი უცხოელი კათოლიკეებიც ესწრებოდნენ. ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში კი საშობაო მსახურება დღეს, 25 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყო. საშობაო ქადაგების შემდეგ საკვირაო …
ზურაბ პატარაძე და დავით გაბაიძე საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან
დღეს, 24 დეკემბერს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შეიქმნა, მუშაობა დაიწყო. პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ, ისინი ახალშექმნილი კომისიის წევრები იქნებიან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელდა, ვენეციის კომისიის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე და დავით გაბაიძე საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან”
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე აირჩიეს
დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 სხდომა გაიმართა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი წევრები გიორგი მგელაძე (სტუდია მონიტორი), თამარ უჩიძე ( სამხრეთის კარიბჭე) და თეა ზიბზიბაძე ( ქუთაისიპოსტი) გახდნენ. კენჭისყრის შემდეგ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე აირჩიეს. საბჭო დატოვეს წინა წელს არჩეულმა წევრებმა, – ნინო ზურიაშვილმა (თბილისის კვოტა), ირინა ყურუამ და …
Continue reading “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე აირჩიეს”
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება
ხვალ, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აინთება. მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამის მიხედვით, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ევროპის მოედანზე, 12:00 საათიდან დაიწყება. საღამოს რვა საათზე მომღერალი გიგი ადამაშვილისა და ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი გაიმართება. მათი სიმღერის ფონზე აანთებენა საახალწლო ნაძვის ხეს. 24:00 საათზე კი გაიმართება ლაშა ღლონტისა და ავთო აბესლამიძის კონცერტი. საახალწლო კონცერტებს წაიყვანს …
Continue reading “ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება”
სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი წარმოებაში მიიღო. სახალხო დამცველის აზრით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, მოხმარების მიზნით შეძენისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებული სანქცია, თავისუფლების აღკვეთა არ შეესაბამებაჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში, ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო …
Continue reading “სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო”
ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 24 დეკემბერს, 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება გოგებაშვილის ქუჩაზე, გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან [„რედისონის“ მიმდებარედ] ჭავჭავაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში – ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით, რუსთაველიდან დემეტრე თავდადებულის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით“. რაც შეეხება ჭავჭავაძისა და …
Continue reading “ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება”
ზურაბ პატარაძის პასუხი აქციის მონაწილეებს
„რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ამ საკითხთან დაკავშრებით ვიმუშავებთ სამინისტროსთან ერთად და დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ გამოსავალს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება მსჯელობა და იქნება ნანახი სწორი გამოსავალი.“ – განაცხადა დღეს ზურაბ პატარაძემ, ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნის საპასუხოდ. ზურაბ პატარაძის კომენტარი მთავრობის …
Continue reading “ზურაბ პატარაძის პასუხი აქციის მონაწილეებს”
აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან
დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ერთ-ერთი აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი …
Continue reading “აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან”
სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის საქმე
სწრაფი ჩარიცხვის 6 აპარატის გატეხვას და დაახლოებით 16 ათასი ლარის მიტაცებას პროკურატურა მამუკა თურმანიძესა და გივი თავაძეს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, სხვადასხვა ქუჩაზე, ამ პირებმა ძალაყინების საშუალებით აპარატები გატეხეს და თანხა მიიტაცეს. 22 აპრილს, ღამით, პოლიციელებმა მსჯავრდებულები შავშეთის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის გატეხილ აპარატთან ახლოს დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 275 ლარი ამოიღეს. საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა …
Continue reading “სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის საქმე”
როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?
ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი _ ყველა თანხმდება, რომ ბათუმში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობებს შველა სჭირდება, თუმცა ძველი ბათუმის ყოველი დანგრეული სახლი მათი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ძველი ბათუმის სერიული ნგრევის ფონზე? მოსახლეობის ინტერესები – „სად იყავით მაშინ, როცა სახლი ინგრეოდა?“ „წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, …
Continue reading “როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?”
მთავრობა მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში, ყოფილ სანატორიუმს ყიდის
აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობას ყიდის. სადაც, ამ დროისთვის, მეწყრით დაზარალებული ოჯახები ცხოვრობენ. შენობა ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობას „სილქ როუდ გრუპმა“ სახელმწიფოსთან 2006 წელს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაუბრუნა. შენობასთან ერთად მთავრობამ აუქციონი მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზეც გამოაცხადა. მწვანე კონცხზე 413 კვ/მეტრი ფართობის ორსართულიან შენობასა და მის მიმდებარე …
Continue reading “მთავრობა მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში, ყოფილ სანატორიუმს ყიდის”
აჭარის მთავრობა კიდევ ერთი ძეგლის გასხვისებას გეგმავს
აჭარის მთავრობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებას გეგმავს. ციხისძირში მდებარე შენობა, ზალენსკის აგარაკი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული და მას, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ შენობას ძეგლის სტატუსი 2016 წლის სექტემბერში მიენიჭა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის ძეგლს, პირობიანი აუქციონით, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ზღვის სანაპირომდე. აუქციონზე გამოტანილი ძეგლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საწყისი ფასი მილიონ …
Continue reading “აჭარის მთავრობა კიდევ ერთი ძეგლის გასხვისებას გეგმავს”
ნამდვილი მეზღვაური
ბოლო თვეა 23 წლის ბათუმელი ნათია ლაბაძის ყოველი დილა ერთნაირად იწყება. ძილ-ბურანში მყოფის პირველი ფიქრია: „სად ვარ?“ საწოლი მყარად დგას, ოთახი არ ირწევა, ესე იგი ხმელეთზე. მალე ყველაფერი 6 თვით შეიცვლება. სექტემბერში ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე შორეულ ნაოსნობაში წავა, პირველი ერთი თვე ასისტენტი იქნება, შემდეგი კი ხუთი თვე კი კაპიტნის მესამე თანაშემწის პოსტს …
ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში
ბათუმში, ბარათაშვილის #26-ში, აღარ არსებობს ორსართულიანი სახლი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში, მაშინ როცა ბათუმი ზღვისპირა დასახლებიდან თანდათან ყალიბდებოდა ქალაქად. სახლი დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა და ალბათ სადარბაზო კართან ამის აღმნიშვნელი წარწერაც იყო მიმაგრებული. სწორედ ამ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური …
„ჯარა” – ფილმი, რომლის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია
ჩირუხის ხეობის კლდეებზე ახლაცაა შემორჩენილი ჯარა – ტრადიციული ქართული სკა. ხისგან დამზადებულ ძველ ჯარებს კლდის ფერი აქვთ უკვე მიღებული და ხშირად მათი შემჩნევა შეუძლებელიც კია. აჭარის მაღალმთიანეთში ახალ ჯარებსაც ამზადებენ ძველებური წესით, თუმცა – იშვიათად. ტრადიცია თანდათან ქრება. „ჯარა“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აჭარის ველურ ბუნებაშია გადაღებული და მალე კინოთეატრებში ვნახავთ. ფილმის რეჟისორს, ნიკა …
Continue reading “„ჯარა” – ფილმი, რომლის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია”
მოსკოვში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა
BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი – ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთი რუსული გამოცემის ცნობით, ჯუღაშვილი ქუჩაში, თავის სახლთან ახლოს გახდა ცუდად. ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს ჯუღაშვილი გარდაცვლილი დახვდა. რედაქციის ცნობით, ბოლო წლებში ევგენი ჯუღაშვილმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მის ბაბუას – იოსებ სტალინს მასობრივ რეპრესიებზე აკისრებდა პასუხისმგებლობას.
მეზობლის ჩვენება ოჯახში ძალადობაზე
„თუ ხშირად გესმოდათ წივილ-კივილის ხმა, მარტო ერთხელ რატომ ჩამოდით დასახმარებლად?“ – ეს კითხვა მოწმეს ბრალდებულმა, მინდია ქ.-მ სასამართლოს გისოსებიანი კუთხიდან დაუსვა. მოწმემ მეზობლის ოჯახში ძალადობის შესახებ მისცა ჩვენება სასამართლოს. მინდია ქ.-ს დედისა და ბებიის ცემა ედება ბრალად. „მომბეზრდა. ყველას მობეზრდა უკვე ამდენი წივილ-კივილის მოსმენა. მეზობლებმა ოჯახის გასახლებაც მოითხოვეს, მაგრამ მერე აღარ მოვაწერეთ ხელი…“ – ასე …
მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა. სამინისტროში გვითხრეს, რომ მირანდა ჩარკვიანი და სხვა თანამდებობის პირები, მთავრობის ცვლილების გამო, ავტომატურად გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად არ რჩებიან. „მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტამ გამოწვია მირანდა ჩარკვიანის თანამდებობის დატოვება“ – ამბობს განათლების სამინისტრის პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია. „ბათუმელების“ …
ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? – დისკუსია ბათუმში
დღეს 22 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო დისკუსიას გამართავს თემაზე – ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? მომხსენებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ნანა გოჩიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამიძე, დისკუსიის მოდერატორი, ნატა იმედაიშვილი.
პირველ იანვარს ბათუმში Max the Sax დაუკრავს
პირველ იანვარს ბათუმში, განახლებულ „ლაუნჯ ინტურისტში“, ცნობილი ავსტრიელი საქსაფონისტი Max the Sax-ი დაუკრავს, რომელიც ბათუმში დიჯეი პეტერ კრუსედერთან ერთად ჩამოდის. Max the Sax -ი მსოფლიო ტურნეს იწყებს. 31 დეკემბერს ათენში დაუკრავს, შემდეგ კი ბათუმში. Max the Sax -მა ახლახანს გამოუშვა ახალი ალბომი „New Day“. მუსიკოსი ბათუმში, ამ ზაფხულშიც იმყოფებოდა, რომელმაც ჯგუფ Maroon 5- ის კონცერტის წინ დაუკრა, …
Continue reading “პირველ იანვარს ბათუმში Max the Sax დაუკრავს”
ყაჩაღობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში
დავით თ.-ს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მან 4 წლის წინ ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს მისი სახლის სადარბაზოში ჩანთა წაართვა. გამოძიებამ ყაჩაღობის საქმე გახსნილად რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და დავით თ.-ს წაუყენა ბრალი. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. სასამართლომ სუპერკამრკეტის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება მოისმინა, რომლის თქმით, დაზარალებული თამარ ე. ნამდვილად სუპერმარკეტში მუშაობდა და იმ დღეს …
Continue reading “ყაჩაღობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში”
აკრძალვები სათხილამურო ტრასებზე და მოთხილამურე პატრული
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ …
Continue reading “აკრძალვები სათხილამურო ტრასებზე და მოთხილამურე პატრული”
სოფელი ცივი ზამთრის მოლოდინში
თოვლმა პრობლემები შექმნა უკვე აჭარის მთიანეთში. ჩაიკეტა სოფლებში შიდა გზები, ზოგიერთ სოფელს შეუწყდა შუქის მიწოდება და რიგ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდება მთიანი აჭარა დაანონსებულ ცივ ზამთარს? ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურცხალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია ხულოში. აქ ნალექი უხვად მოდის და ზამთარი დიდხანს გრძელდება. გასულ კვირას მოსულმა თოვლის საფარმა კურცხალში …
სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში …
Continue reading “სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს”
100 ათასი ევრო – ჯილდო ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის
გერმანიის პოლიციამ ბერლინის ტერაქტის ჩადენაში სავარაუდო ეჭვმიტანლის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პირი, რომელიც 19 დეკემბერს სატვირთო ავტომანქანას მართავდა და ამ მანქანით ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ 24 წლის ტუნისელი ანის ამრია. პოლიციის ინფორმაციით, ბერლინის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ასე გამოიყურება: სიმაღლე – 178 სანტიმეტრი, წონა – დაახლოებით 75 …
Continue reading “100 ათასი ევრო – ჯილდო ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის”
საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს
საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების …
Continue reading “საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს”
მანქანის გატაცების საქმე ბათუმის სასამართლოში
ავტომანქანის ქურდობას გამოძიება ნუკრი ფ.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. დღეს, 21 დეკემბერს მოსამართლემ იმ გამომძიებლის ჩვენება მოისმინა, ვინც ბრალდებული გაჩხრიკა და დააკავა. ავტომანქანის გატაცების შემთხვევა ბათუმში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციამ მანქანის მძღოლი გატაცებიდან რამდენიმე წუთში, სვიშევკის ქუჩაზე დააკავა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი მტკიცებით, ავტომანქანა მეგობარმა ათხოვა, ვის დედასაც …
Continue reading “მანქანის გატაცების საქმე ბათუმის სასამართლოში”
მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო
საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა ჯაბა აბულაძემ მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. ჯაბა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჯარიმის, 250 ლარის შეფარდებას აპროტესტებდა. ადმინისტრაციული დავის მთავარი საგანი ვადები იყო – შემთხვევა 2015 წლის 9 სექტემბერს მოხდა, ჯაბა აბულაძე კი, 2016 წლის აგვისტოში დააჯარიმეს. სასამართლო პროცესზე ადვოკატი, მალხაზ აბულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე მიუთითებდა, …
Continue reading “მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო”
მერიის წინ მოპედს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა
მერიის წინ, გორგილაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოპედს დაეჯახა. მოპედის მძღოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს კეფის არეში ჰქონდა ნაფლეთი ჭრილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს.
საახალწლო სამზადისი [ფოტო]
ბათუმში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან და ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეები მონტაჟდება. როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი: მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება
პედაგოგები განვითარების სქემისა და გამოცდების შესახებ
რას ფიქრობენ პედაგოგები განათლების მინისტრის მოსაზრებაზე, რომ გამოცდები არ უნდა იყოს მასწავლებლისთვის სავალდებულო? რა ზიანი ადგება განათლების სისტემას დაუსრულებელი რეფორმებით და რამ უნდა განსაზღვროს პედაგოგის კომპეტენცია? თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს. ქეთევან გიორგაძე უფროსი კატეგორიის ლიტერატურის მასწავლებელია ბათუმის #6 საჯარო სკოლაში. ის მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს თავისი საგანი და არც საგნის ჩაბარება არ …
Continue reading “პედაგოგები განვითარების სქემისა და გამოცდების შესახებ”
მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე, ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში”
სოფლებში ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამას მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ
2017 წლიდან „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამა აჭარის ბიუჯეტიდან [არსებული პროექტის მიხედვით] აღარ დაფინანსდება. ამ პროგრამას მუნიციპალიტეტებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა. პროგრამის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მედიცინის დის დონეზე ექიმამდელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდება. აჭარის მთავრობის განცხადებით „თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სამედიცინო საქმიანობას კოორდინაციას უწევს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის სოფლის ექიმები. თემის სამედიცინო პუნქტების …