თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას გონიოში მიწების დაკანონების შესახებ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისია არ გაასაჩივრებს, კომისიამ ხელახლა უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ოქრაძეა. ის 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. მას შემდეგ, რაც გონიო ბათუმის საზღვრებში შემოვიდა, გონიოშიც თვითნებურად დაკავებული …
Category Archives: მთავარი
ფინანსთა სამინისტრო არჩილ ხაბაძის მამის გათავისუფლებაზე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას, თამაზ ხაბაძეს სამსახური რეორგანიზაციის გამო არ დაუტოვებია, თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება თავად დაწერა. თამაზ ხაბაძესთან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ გადავამოწმეთ. მას ვერ დავუკავშირდით. თამაზ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. არჩილ ხაბაძის ინფორმაციით კი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია, თამაზ …
Continue reading “ფინანსთა სამინისტრო არჩილ ხაბაძის მამის გათავისუფლებაზე”
მამაკაცი, ვის სახლსაც ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა
ხულოში, სოფელ დიოკნისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გაჩენის შემდეგ სახლში მცხოვრები დაახლოებით 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მამაკაცი ეზოში გამოიყვანეს და იგი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მხოლოდ სახლის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი …
Continue reading “მამაკაცი, ვის სახლსაც ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა”
როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არაერთხელ განაცხადა, რომ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. როგორ აპირებს სამინისტრო საგაკვეთილო ბადის შემსუბუქებას და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-12 კლასში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საუბრობს. ქალბატონო ლია, მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სკოლაში გაკვეთილები შემცირდება, რა ფორმით მოხდება ეს და რა იგულისხმება შემცირებაში? ნამდვილად მიდის მუშაობა …
Continue reading “როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას”
პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 11 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2016 წელს თანამშრომლებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების სტატისტიკა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ დამუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. „გამჭვირვალობამ“ აჭარის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროში (ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროებში) და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში (საარქივო სამმართველო, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, …
არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სამსახურს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად არჩილ ხაბაძემ დაუდასტურა: „დიახ, სავარაუდოდ, ტოვებს სამსახურს. გუშინ იყო ამაზე საუბარი. გადაწყვეტილების მიზეზია რეორგანიზაცია. პრივატიზების დეპარტამენტი უქმდება და სხვა დეპარტამენტს უერთდება. გუშინ …
Continue reading “არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე”
ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი
თურქეთის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით ფულის ქურდობისთვის მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოპარული ფული მსჯავრდებულებს ბათუმში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში ჰქონდათ გადამალული. დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესშია ჩართული. მსჯავრდებული ქალი და კაცი კი, მისი მეგობრები იყვნენ. დაზარალებულმა მოსამართლეს მოუყვა, რომ მეგობრები თურქეთიდან ესტუმრნენ რამდენიმე დღით. ფულის …
Continue reading “ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი”
სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესს თურქეთის მოქალაქე ასაჩივრებს
სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში თურქეთის მოქალაქემ გაასაჩივრა. მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი უთხრა. სასამართლო ბაჟის გადახდის წესი კანონითაა განსაზღვრული და მოსამართლე ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს მის ოდენობას. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მთლიანად …
Continue reading “სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესს თურქეთის მოქალაქე ასაჩივრებს”
ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 15-ში მდებარე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას, საერთო საცხოვრებლისa და სასწავლო კორპუსის შენობების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. ბათუმის უნივერსიტეტი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობასაც ააშენებს. მთლიანად, ქობულეთში ასაშენებელი კორპუსის ჩათვლით, მშენებლობებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი უნივერსიტეტი 127 ათასამდე …
Continue reading “ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის”
ევროპული გაზაფხულის ხმა – მუსიკის ფესტივალი ბათუმში
ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი – European Spring Sound-ი გაიმართება. 21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება ქართული ფოლკლორით, სადაც წარმოდგენილი იქნება აჭარული, აფხაზური, ლაზური, ოსური პერფომანსები. 22 აპრილს უკრაინული ჯგუფი LUIKU დაუკრავს; 23 აპრილი – როკის დღე – Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow); 24 აპრილი – იმრე კალმანი …
Continue reading “ევროპული გაზაფხულის ხმა – მუსიკის ფესტივალი ბათუმში”
სასწავლო ცენტრში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში სისტემის თანამშრომელთა გადამზადება განხორციელდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც დადებითად აისახება ცენტრის მუშაობის ხარისხსა და ეფექტურობაზე. ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო ცენტრში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სისტემის თანამშრომელთა გადამზადება თემაზე – „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა / მსჯავრდებულთა დაზიანების …
მდინარე კინტრიშში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქობულეთში, მდინარე კინტრიშში, სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, ღამით იპოვეს და გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი არ არის ქობულეთის მკვიდრი. „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცით, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა გელაურში,“-ამბობს გამგებელი. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი, შს …
Continue reading “მდინარე კინტრიშში მამაკაცის ცხედარი იპოვეს”
სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ
დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ. „ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის …
Continue reading “სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ”
საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა. „დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად. ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო …
ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. დაშავებული მოქალაქეები კი რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებთან იმყოფება საქართველოს კონსული ტრაპიზონში, რომელიც გუშინ ჩავიდა რიზეში. სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან დაღუპულისა და დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. „დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო …
Continue reading “ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში”
თოვლი ქვემო თხილვანაში [ფოტო]
აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში თოვა გუშინ, 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს, ხოლო შუახევის სოფლებში 3 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ გაზაფხულის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. ნინო ქამაშიძის ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანადან:
გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ
პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში, რომელმაც 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებაში საუბარია რამდენიმე სამსახურებრივ გადაცდომაზე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორის მიერ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ეს განცხადება სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია, რაც მედიასთან ურთიერთობის …
Continue reading “გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ”
ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ, ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ …
Continue reading “ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს”
ხულოში თოვს
აჭარის მაღალმთიანეთში დღეს დილიდან თოვს. ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარმა ორ სანტიმეტრს მიაღწია, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უამინდობას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია. თოვს შუახევის ზოგიერთ სოფელშიც. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში გამოიდარებს და თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
ბათუმის მერია გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის
ბათუმში, ხელვაჩაურში, მერია 104 კვ.მ მიწის ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით ყიდის. აუციონის პირობებთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გასაყიდად გამოტანილ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებია გაშენებული. აუქციონის პირობების მიხედვით, მერია გასაყიდ ტერიტორიაზე მშენებლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აუქციონის პირობები ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ნაკვეთზე მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან (ნაკვეთებთან) გაერთიანების შემთხვევაში.
მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურას მოაწყობენ
აჭარის მთავრობა ზემო აჭარაში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილისტაციისათვის კონცეფციის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა. მისვე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს წელს დაიწყოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელსვე მთავრობა უზრუნველყოფს ადგილზე სასმელი წყლის მიყვანას. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. …
საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის, რომელიც ბიუჯეტის ფულით ერთხელ უკვე „გაალამაზეს“, 300 ათასი ლარი დამატებით დაიხარჯება. ამჯერად, თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არსებული „ხარვეზების აღმოსაფხვრელად“. გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის „ხარვეზების აღმოფხვრისთვის“ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 307 ათას 360 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ა[ა]იპ-მა – „ბათუმის …
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნაცემ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მოეხსნა
სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, გუშინ 7 აპრილს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროის დაშავებული საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე საქართველოში დაბრუნდა. მან სარფის სასაზღვრო პუნქტი უკვე გადმოკვეთა. ციალა ქათამიძის ინფორმაციით, პროკურატურამ როინ ლეონიძეს ბრალდება მოუხსნა და ის დაზარალებულად ცნეს. „კონსულისგან მიღებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებზე და ექსპერტიზის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს მოქალაქეს …
Continue reading “სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნაცემ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მოეხსნა”
აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა
დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობაში არსებული ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრები, მენაშენეებს შეხვდნენ. მენაშენეებთან საუბარი შეეხო 2017 წელს მიღებულ მთავრობის 41 დადგენილებას, რაც …
Continue reading “აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა”
„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ
დღეს, 8 აპრილს, მახინჯაურში, იქ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ახალი პარკის განაშენიანებისთვის ხეები გადააქვს, „პარტიზანი მებაღეები“ და „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის წევრები ხეების გადატანის შეჩერებას ითხოვენ. „მახინჯაურიდანაც დაწყებულია ხეების გადატანა და გადათხრილია ადგილები, ციხისძირშიც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გარემო, საიდანაც ხეები ამოიღეს, ამიტომ სახელმწიფოს …
Continue reading “„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ”
8 მილიონ ლარამდე ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე ორი მეწარმე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმეა დაკავებული. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, განახორციელეს ფიქტიური უსაქონლო ოპერაციები, რა დროსაც მათივე შექმნილ ორგანიზაციებში, დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით დაამზადეს 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მაიდგა 1 …
Continue reading “8 მილიონ ლარამდე ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე ორი მეწარმე დააკავეს”
ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ხანძარია [ფოტო]
ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ხანძარია. ხანძარი საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ბათუმისა და ხელვაჩაურის სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. დღეს, 7 აპრილს, ცეცხლი ორსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლში არავინ იმყოფებოდა: „არ არიან ბათუმში, ეტყობა ცეცხლი ელექტროგაყვანილობის …
Continue reading “ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ხანძარია [ფოტო]”
დოქს, არღანს, პატეფონს, ოთხთავს – სულ 52 ნივთს, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
52 ნივთს, რომლებიც, ძირითადად, სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ 52 ნივთს შორისაა დოქი, სხვადასხვა ხელნაწერი ოთხთავი, მრავალთავი, დასაკრავი ინსტრუმენტები, საბეჭდი დაზგა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს აღნიშნული ნივთების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა; ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, მათი მონაცემების …
Continue reading “დოქს, არღანს, პატეფონს, ოთხთავს – სულ 52 ნივთს, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა
გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …
Continue reading “ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა”
საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა. ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი? ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ …
საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია
„მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი,“ – წერენ საკუთარ „განსხვავებულ აზრში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენ მოსამართლეებს არ ეთანხმებიან. დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, …
Continue reading “საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია”
ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა
6 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „სანაპიროს“ ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა მრავლობითი მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს ცოცხალი იყო. „აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები“. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა …
Continue reading “ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა”
მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს მეტრომანის ბარათითაც გადაიხდით. ასეთი ბარათით სარგებლობა საქართველოს ორ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს – თბილისსა და ბათუმში [რაც შეეხება რუსთავს, იქ ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ]. სიახლე, რომელიც უკვე მოქმედებს ბათუმში, გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. ამ ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი …
Continue reading “მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ”
პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს პირველკლასელთა დეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე სკოლაში ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვისი და-ძმაც სწავლობს იმ კონკრეტულ სკოლაში, სადაც გადის რეგისტრაციას, ასევე ის ბავშვები, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისს, დილის ცხრა …
Continue reading “პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება”
მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 აპრილს მიიღო. სარჩელის ავტორები არიან მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატები: მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი. მათ გასულ წლებში არაერთხელ უთხრა უარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭოს, მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას …
Continue reading “მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება”
მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს
მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ …
Continue reading “მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს”