ზემო აჭარაში 50 ათასამდე მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს

აჭარაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, 48 262 მოქალაქეს აქვს. „მთის კანონს“ აჭარის მთაში ყველაზე მეტი ბენეფიციარი ხულოს მუნიციპალიტეტში ჰყავს, ამ დროისთვის აქ აღნიშნული სტატუსით 21 257 მოქალაქე  სარგებლობს. პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, მთაში მცხოვრებთა სტატუსი ავტომატურად  ხულოს მუნიციპალიტეტში 20 444 მოქალაქეს მიანიჭეს, ხოლო სტატუსის მისაღებად პირადი განცხადებით მუნიციპალიტეტს 1 976-მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით. აქედან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით …

მიწისძვრა საქართველოში – ეპიცენტრი დაღესტანში იყო

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 3 მაისს, მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – დაღესტანში იყო და იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა, განასაკუთრებით კი, აზეირბაიჯანთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. სეისმურ ცენტრში ვერ გვითხრეს, საქართველოში რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ახალი წიგნები მაკულატურის ნაცვლად – აქცია ბათუმში

4-5 მაისს ბათუმში, „ბიბლუსის“ მაღაზიაში, მემედ აბაშიძის #62-ში, აქცია გაიმართება, რომელიც მაკულატურის ახალ წიგნებში გაცვლას გულისხმობს. ღონისძიება პროექტ  „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა შეძლებს ჩააბაროს ძველი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, სანაცვლოდ კი, ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ახალი წიგნები. 1 კილოგრამ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას მიიღებს, ანუ ერთ „ნერგს“. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი …

სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

ბიზნესმენი ზაქარია ყიფშიძე კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ქონება საქართველოს საერთო სასამართლომ დააყადაღოს. „რომ არა ეს ნორმა, თუ ადამიანს აქვს დავა საზღვარგარეთ, მოპასუხეს ექნება საშუალება სადავო ქონება გაასხვისოს,“ – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას პარლამენტის იურისტმა. დღეს კოლეგია ბიზნესმენის სარჩელზე განხილვას დაასრულებს. მოსარჩელე ზაქარია ყიფშიძის ინტერესების დამცველი, გიორგი …

ავტოავარიის შედეგად გონიოში ორი ადამიანი დაიღუპა

3 მაისს, დილით, გონიოში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იქ დაშავებული სხვა არავინ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის …

„ბათუმის წყალი“ 1,1 მილიონ ლარად სამ მანქანა-ცისტერნას შეიძენს

სამი ერთეული სპეციალური დანიშნულების საასენიზაციო (დასუფთავების) მანქანა-ცისტერნის შესყიდვაზე ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხდა. მანქანა-ცისტერნების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 1 მილიონ 154 ათას 320 ლარია. „ბათუმის წყალს“ სატენდერო პირობებში მითითებული აქვს, რომ შესყიდვა ჩანაცვლების წესით განხორციელდება, ანუ მომწოდებლის მიერ შეთავაზებულ თანხას იმ ავტომანქანის ღირებულება გამოაკლდება, რომელსაც „ბათუმის წყალი“ გადასცემს ტენდერში გამარჯვებულს. ეს ავტომანქანაა MERCEDES-BENZ 2426-ია, რომლის …

ქედაში 1 ლარად გადაცემულ მიწაზე საპატრიარქო ტაძრის მშენებლობას იწყებს

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, სანგრების გასაწმენდად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათი თქმით, ტერიტორიას ეკლესიის ასაშენებლად ასუფთავებენ. აქ მცხოვრებთა ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონი რეზიდენციის მოწყობას გეგმავს. მეორე ვერსიით, აქ საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობას აპირებს. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია 5206 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების …

ომბუდსმენმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განაცხადზე, რაც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების …

„ბათუმის წყალი“: მახინჯაურსა და სოფელ განთიადში 18 საათამდე აღდგება წყლის მიწოდება

დღეს, 2 მაისს, წყალმომარაგება შეწყვეტილია მახინჯაურსა და სოფელ განთიადში. როგორც „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, წყლის შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და წყლის მიწოდება დღეს, 18:00 საათამდე აღდგება. სარემონტო სამუშაოების გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი იყო დაბა ჩაქვსა და სოფელ ჩაისუბანშიც, რის გამოც საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეაჩერეს. ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის თქმით, ბაღები ხვალ დილიდან განაახლებენ მუშაობას. …

ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის

საქართველოს მთავრობამ „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან [AIIB] მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები მოიწონა. სესხის პირობები მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა.  AIIB-დან მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: [checklist] სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი; სესხის ვალუტა – აშშ დოლარი; სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი …

150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში

მანქანის გასაჩერებელი ადგილი ბათუმში აქტუალური პრობლემა და მეზობლებს შორის დავის საგანია მას შემდეგ, რაც მრავალბინიანი სახლები ეზოს და პარკინგის ადგილის გარეშე აშენდა. ასეთ სახლებში მცხოვრებლები პარკინგისთვის, ძირითადად, ქუჩას იყენებენ, ტროტუარი კი უმეტესწილად კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ დაკავებული. განაშენიანების ასეთი სტანდარტები რომ მომავალში პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას …

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

6 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა იგეგმება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 15 სახეობის ბამბუკი, ასევე, „გამოიფინება შპს ,,La Bambu”-ს მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, მათი შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გურმანებს ბაღის თანამშრომლები გაუმასპინძლდებიან ბამბუკისაგან დამზადებული კერძებითა და ტკბილეულით“. საზოგადოებრივი კოლეჯი  „ახალი ტალღა“ კი გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებულ სხვადასხვა დესერტსა და კოქტეილს წარმოადგენს. …

რამდენ ადამიანს მოუსმინეს ფარულად ბათუმში

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის პირველ სამ თვეში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა შუამდგომლობით 136-ჯერ მიმართეს. აქედან 132 შემთხვევა დაკმაყოფილდა. სტატისტიკურ მონაცემებს პროექტის „ღია მმართველობა საქართველოს“ ფარგლებში უზენაესი სასამართლო ავრცელებს. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არც ერთ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ფარულ სატელეფონო მოსმენაზე. ბათუმში საგამოძიებო ორგანოებს 5 ადამიანისთვის მოუსმენიათ …

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შიდა ფრენები უნდა უზრუნველყოს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანა უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი ავიარეისების ორგანიზებისთვის, რაც, მთავრობის აზრით, ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაც იქნება, აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით უნდა განხორციელდეს: საფრენი აპარატის ტიპი: მომსახურების გაწევა …

შსს: იანვარ-აპრილში საქართველოში 736 265 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის  736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე …

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …

ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 3 მაისიდან,  მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის  ფილიალებშიც შეეძლებათ. „ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის  დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 15 ლარი“, – …

13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ველოკლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა არასამთავრობო ორგანზაცია  „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და ამ ორგანიზაციაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით მომუშავე მოხალისეს, ამერიკელ  დენიელ სპარკმენს ეკუთვნის. პროექტი, რომელიც  ველოკლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხალისესთან ერთად მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – შეიტანა და 2 000-დოლარიანი გრანტიც მიიღო. „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ …

ფერიდე ნიჟარაძე – პირველი მუსლიმი ქალი აჭარაში უმაღლესი განათლებით

დღეს, პირველ მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პირველი აჭარელი იურისტი ქალის, ფერიდე ნიჟარაძის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფალინას“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფერიდე ნიჟარაძის ოჯახის მეგობრები ესწრებოდნენ. ქალაქის მერის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმ დროინდელ საზოგადოებაში არსებული  სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ …

სპეციფიკურ გარემოში გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ცნობა 10 მაისამდე უნდა წარადგინონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და პედაგოგობის მსურველმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა #100) შეფასებისა და გამოცდის ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით. სპეციფიკური საგამოცდო გარემო გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში საგამოცდო დროის გახანგრძლივებას, დახმარების გაწევას გადაადგილებაში, გამოცდის მსვლელობისას საკვებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფას და გამოცდაზე …

რატომ არ უნდა შემოუშვან „პუტინის ბაიკერები“ საქართველოში

9 მაისს რუსი ბაიკერების ჯგუფი – „ღამის მგლები“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავენ. „ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლობირებული ჯგუფია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში ყოფნას გააკონტროლებენ. ამ ჯგუფს თავიანთ ქვეყნებში შესვლის უფლება არ მისცეს ისეთმა სახელმწიფოებმაც კი, რომლებიც რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. რატომ არ უნდა შემოუშვან …

მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე  დიმიტრი, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა. ეპარქიის პრესსპიკერის იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მიტროპოლიტი პროკურატურამ რამდენი დღის წინ დაკითხა. „დღე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იყო ეს. მეუფეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ დეტალებში ჩვენ ჩახედული არ ვართ. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, მანამდე დეტალები არ გვეცოდინება,“ – …

გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

სახლი, სადაც დავით კვირკველია ცხოვრობს, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობის თითქმის ყველა კედელი დაბზარულია, თითქმის ჩამოშლილია სახურავიც… დავით კვირკველია 54 წლისაა, სოციალურად დაუცველი და ის ამ სახლში მარტო ცხოვრობს. გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მდებარე სახლი გეოლოგებმა შეისწავლეს და დაწერეს, რომ სახლი, გარემო პირობების გარდა, გეოლოგიურმა პროცესებმაც დააზიანა და „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“. საფრთხის არსებობის მიუხედავად, ქობულეთის …

პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა

საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეები, რომლებსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ, ახალ თანამდებობრივ სარგოს – საკლასო დანამატსაც მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამ დადგენილების მიხედვით საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი ქვეყნის მთავრობას დღემდე არ დაუმტკიცებია. რას ნიშნავს საკლასო დანამატი, შენარჩუნდება თუ არა დღეს არსებული დანამატები და პრემიების გაცემა საჯარო სამსახურებში პირველი …

რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია უნდა აიკრძალოს.   არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასში ამ ეტაპზე არ შედის  სხვადასხვა  ცხიმზე დამზადებული ცომეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. რას ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციები და რა სანქციები გატარდება მეიჯარის წინააღმდეგ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში? საქართველოს განათლების სამინისტროს, პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის  მაია …

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე სოფელ ციხისძირში, რის გამოც რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო მოძრაობა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. ფაქტზე აღძრულია საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულის …

„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა]. აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა მამუკა თურმანიძე, ხოლო პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების  განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებულად გამოვლინდა ლიკა თევზაძე. „აღნიშნულთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია 2017 წლის 02 მაისის ჩათვლით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკურსის …

აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილი შეფერხებების შესახებ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას, რაც საზღვრის კვეთისას შექმნილ რიგებს უკავშირდება, აჭარის მთავრობა ეხმიანება. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „აჭარის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. …

ბათუმის მერია ქალაქის სამგანზომილებიან მოდელს ვერ ქმნის

ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. ბათუმის მერია შესაბამისი მომსახურების შესყიდვას, ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ვერ ახერხებს. პროექტის ღირებულება 365 ათასი ლარია და როგორც მერიაში აცხადებენ, ამ პროექტის შესრულებაზეა დამოკიდებული სხვა, მათ შორის საგრანტო პროექტების განხორციელებაც. ბათუმის მერიამ გამოსავალი პირდაპირ შესყიდვაში დაინახა და აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა ტენდერის გარეშე …

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო და იგი ძალაში შევა 2018 წლის პირველი იანვრიდან. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი – საჯარო მოხელე, შეფასებას წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება. მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები: [checklist] მოხელისათვის კლასის მინიჭება; წახალისება; პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. …

ბათუმში მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ტარდება

ორი დღეა ბათუმში ისტორიის პედაგოგებისთვის ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული მასტერკლასი ტარდება. პედაგოგებთან ისტორიკოსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ლევან ახვლედიანი მუშაობს. „ბათუმელებმა“ მასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ლევან, რა ინტენსივობით ახერხებთ მასტერკლასების ჩატარებას ბათუმელი მასწავლებლებისთვის და რამდენად აინტერესებთ მსგავსი აქტივობა მათ? ინტენსივობა ბათუმში არ არის დიდი, რადგან ჩვენ თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ …

საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საჯარო სამსახურში დასაქმებულები მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად საკლასო დანამატსაც მიიღებენ. დადგენილების მიხედვით, მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს და მისი მინიჭების მიზანია „საჯარო მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა“. …

Exit mobile version